ჩვენ შესახებ
ჩვენი უპირატესობები:
პროფესიონალიზმი და გამოცდილება: ჩვენი გუნდის ყველა წევრი არის სერტიფიცირებული ექიმი-კოსმეტოლოგი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს. მაღალი სტანდარტები პერსონალისთვის ჩვენი მთავარი პრინციპია — სწორედ ამიტომ, მედიკალ გრუპის თითოეული ფილიალი ერთიან ხარისხს ინარჩუნებს.
კომფორტი და ნდობა: უკვე 15 წელია, ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელთა კომფორტი და კმაყოფილება. ვქმნით გარემოს, სადაც ყოველი ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტუმრებმა ჩვენს ფილიალებში შესვლისთანავე მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღონ, სწორედ ამისთვის ვმუშაობთ ყოველდღე.
ტექნოლოგიები მსოფლიო სტანდარტებით: ლაზერული ეპილაციის მიმართულებით ვიყენებთ ამერიკული კომპანიის Cynosure-ის პრემიუმ ხაზის – Elite+ ლაზერებს, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის N1 სტანდარტი. ითვლება ყველაზე უსაფრთხო ლაზერად.
ლაზერი არ ეხება კანს, რაც გამორიცხავს კონტაქტური გზით გადამდები ინფექციების რისკს და პროცედურას სრულიად ჰიგიენურს ხდის.
შედეგი ყველა ტიპის კანზე: ჩვენი ნეოდიუმის ლაზერები ეფექტურია ყველა ტიპის კანზე — განსაკუთრებით მუქი ფერის, III-VI ფოტოტიპებისთვის (მათ შორის კავკასიური). ეპილაცია შესაძლებელია ზაფხულშიც, მათ შორის გარუჯულ კანზე. სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ჩვენთან პროცედურა უსაფრთხოა ფერად და შავ კანზეც.
უმტკივნეულო გამოცდილება: ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ გაგრილების სისტემას, რომელიც კანს აგრილებს არა ფრეონით, არამედ ბუნებრივი, გაყინული ჰაერით — ეს მეთოდი ეკოლოგიურად სუფთაა და მტკივნეულ შეგრძნებებს მინიმუმამდე ამცირებს.
სტერეოტიპების დამსხვრევა: მედიკალ გრუპში ქერა, ჟღალი და უპიგმენტო თმის მოცილებაც რეალობაა. ასევე, ჩვენი ტექნოლოგიით გარუჯვიდან უკვე მესამე დღეს შეგიძლიათ გაიკეთოთ ეპილაცია — და პროცედურიდან მესამე დღეს შეგიძლიათ ისევ გაირუჯოთ. ეს არის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ჩვენთან გეძლევათ.
ყველასთვის: ჩვენი მომხმარებლების 40% მამაკაცია — ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხარისხი და შედეგი უნივერსალურია.
მშობლების ნდობით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა არასრულწლოვანი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სანდოობასა და უსაფრთხო სტანდარტებს.


ჩვენი მისია:
ჩვენი მისიაა — ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ კომფორტი, უნაკლო კანი, ლაზერული ეპილაციის და სხვა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. მედიკალ გრუპი ქმნის სივრცეს, სადაც ყველას შეუძლია თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და მიაღწიოს მისთვის სასურველ, მაღალი ხარისხის შედეგებს.
ჩვენ გთავაზობთ უახლესი თაობის ლაზერულ და ესთეტიკურ მომსახურებებს, მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის პირობებში.

ხარისხი და პროფესიონალიზმი:
ჩვენთვის ხარისხი ნიშნავს სრულყოფილებას. ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ აპარატურასა და მაღალი ხარისხის პრეპარატებს. თითოეული სპეციალისტი გადის რეგულარულ ტრენინგებს, რათა პროცედურები იყოს უსაფრთხო და შედეგიანი.
ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. ამიტომ ყველა პროცედურა მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მიზნებზე, რათა შედეგი იყოს ბუნებრივი და სრულად თქვენზე მორგებული.
უსაფრთხოება და კომფორტი: ჩვენ ვიცავთ უმაღლეს ჰიგიენურ სტანდარტებს, აპარატურა რეგულარულად მოწმდება უცხოელი სპეციალისტების მიერ, ასევე, უზრუნველვყოფთ სასიამოვნო ატმოსფეროს ყოველი ვიზიტის დროს.
პატიოსნება და გამჭვირვალობა: ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან ეფუძნება ნდობას — ვაწვდით ზუსტ ინფორმაციას ყველა პროცედურის, შედეგისა და უკუჩვენების შესახებ, რათა გადაწყვეტილება მიიღოთ ინფორმირებულად.
განვითარება და ინოვაცია: ჩვენ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე. მუდმივად ვიყენებთ ინოვაციურ მეთოდებს, ვაუმჯობესებთ ჩვენს მომსახურებას.
