პრესოთერაპია (გარდამავალი პნევმოკომპრესია)

ესაა ქსოვილებზე შეკუმშული ჰაერით პულსირებული, გარდამავალი და დოზირებული (კონტროლირებადი) ზეწოლა, რომელიც სპეციალური სამოსით გადაეცემა კანს, კუნთებს, ვენურ და ლიმფურ სადინარებს.
კომპიუტერულად წინასწარ განსაზღვრული წნევა გადადევნის სისხლს და ლიმფას ჩვენთვის სასურველი მიმართულებით და სიჩქარით (აპარატს აქვს მიმართულების 8 შესაძლებელი რეჟიმი და 12 სექცია თითოეულ უბანზე), აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაციას (საჭიროების მიხედვით), მცირდება ვენების თრომბოზის ალბათობა, აქტიურდება სარეზერვო კაპილარების ფუნქციონირება და ნივთიერებათა ცვლა კანსა და ცხიმოვან უჯრედებში;
მოქმედებს ცელულიტის ჩამოყალიბების ძირითად მიზეზზე – ამცირებს ჰიპოქსიას და უჯრედშორისი სითხის შეგუბებას კანქვეშა ქსოვილებში, აგრეთვე მოქმედებს უკვე არსებულ ცელულიტზე – ხდება ფიბროზული ქსოვილის და ცხიმოვანი უჯრედების დაშლა, ალაგება და ამ ადგილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენა;
შეგუბებითი – ჟელესებური კონსისტენციის ლიმფა გადაყავს თხევად მდგომარეობაში, რითაც აადვილებს მის გამოდევნას შეგუბების უბნიდან.

ჩვენებები:
პროდეცურის ჩატარება შესაძლებელია იმ პაციენტებზეც, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ უტარდება ელექტროპროცედურები და ხელით მასაჟი.
უკუნაჩვენებია პროცედურის ჩატარება ორსულთათვის, მენსტრუალური ციკლის დროს, ასევე, თირკმელების უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნის, ჰემოფილიის, მწვავე ინფექციებისას.
პრესოთერაპის ჩატარება შესაძლებელია კიდურების, დუნდულოების, მუცლის, თეძოების მიდამოებში.
პროცედურა კომფორტულია, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას და ცხოვრების წესის შეცვლას,
ხანგრძლივობა 15-45 წუთია.