კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკა

კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკა მიზანშეწონილია დაიწყოს ადრეული ასაკიდან. ხშირად, გვიან მიმართვიანობის გამო, კანში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება, რის გამოც ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს.
კანის მოვლა და მისი თერაპია, ასაკთან მიმართებაში, რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ:
25 წლამდე პროფილაქტიკა გულისხმობს კანის სისუფთავის დაცვას, ანუ მის სწორ წმენდას გარკვეული პერიოდულობით, აკნეს და პოსტაკნეს პრობლემის სწორ მართვას, მზის სხივებისაგან ადეკვატურ დაცვას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვას, კანის სტიმულაციურ პროფილაქტიკას. შედეგად კანი დარჩება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელი, შეინარჩუნებს ტონუსს, ჯანსაღ ფერსა და იერსახეს.
25 წლის ზემოთ სასურველია კანის ასაკობრივი ცვლილებების აქტიური პროფილაქტიკის დაწყება. აქ მთავარია კანის სწორი კვებისა და ოქსიგენიზაციის შენარჩუნება, სისხლის მიმოქცევის და ლიმფოდრენაჟის სტიმულაცია, სებორეგულაცია (ცხიმოვანი ცვლის მართვა) და მემბრანოპროტექტორული მოქმედების რეგულაცია (კანის მოვლა უჯრედულ დონეზე), კანის ასაკობრივი ცვლილებების წინმსწრები კორექცია. სწორედ ამ ასაკიდან ყალიბდება ის დარღვევები, რომელებიც შემდგომში კუპეროზად, ტელეანგიექტაზიებად, ქუთუთოს კისტად, ნაოჭებად გვევლინება.
ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ამ ეტაპზე სწორად შეირჩეს ინდივიდუალური კოსმეტიკური პრეპარატები, მიზანშეწონილია მეზოთერაპიული და მსუბუქი მოქმედების აპარატული კოსმეტოლოგიის პროცედურების ჩატარება.
35 წლის ასაკიდან კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკას ემატება კანის ინდივიდუალური მოვლის პროგრამები(თერაპია), რომ შევინარჩუნოთ კანის სრულფასოვანი კვება, მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ მიმიკური და სხვა სახის ნაოჭების გაჩენას, კანის ფტოზის ჩამოყალიბებას, მოვახდინოთ პიგმენტის ზედმეტად ჩალაგების პროფილაქტიკა, კოლაგენის სინთეზის ხელისშეწყობა. ამ ასაკში განსაკუთრებით ატუალურია პლაზმოლიფტინგი, RF ლიფტინგი, მეზოთერაპია, აპარატული მოვლის სხვა პროცედურები, სპეციალური ნიღბები. აღნიშნული პროდეცურები ინიშნება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით, ინდივიდუალურად.