Friquently Asked Questions

დიახ. მედიკალ გრუპში ლაზერული ეპილაცია ტარდება ნებისმიერი ტიპის თმასა და კანზე, მათ შორის ქერა, წითურ და უპიგმენტო თმაზეც.

ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ჩვენს ცენტრში, ალექსანდრიტის გარდა, გამოიყენება ნეოდიუმის ლაზერები — უახლესი თაობის ტექნოლოგია, რომელიც მოქმედებს არა მელანინზე (როგორც ტრადიციული ლაზერები), არამედ ოქსიჰემოგლობინზე.
ეს ნიშნავს, რომ სხივი აღწევს ღრმად და ზემოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე — შედეგად, თმა ბუნებრივად „კვდება“.

ყველაზე შესამჩნევი შედეგი მიიღწევა უკვე პირველი პროცედურის შემდეგ, როდესაც თმის დაახლოებით 30–40% უჩინარდება.

რადგან ნეოდიუმის ლაზერი არ არის დამოკიდებული პიგმენტზე, მას არ აქვს შეზღუდვა კანისა და თმის ფერის მიხედვით — ეფექტურია როგორც მუქ, გარუჯულ, ფერად და შავ კანზე, ასევე ქერა და უპიგმენტო თმაზეც.

ლაზერი აღჭურვილია გერმანული, უნიკალური გაგრილების სისტემით, რომელიც პროცედურას ხდის სრულიად უმტკივნეულო, უსაფრთხო და კომფორტულ გამოცდილებად.

ლაზერული ეპილაცია სრულიად უსაფრთხო პროცედურაა, რაც მრავალი წლის განმავლობაში დადასტურდა როგორც კლინიკური კვლევებით, ისე პრაქტიკული გამოცდილებით.
ლაზერული ტექნოლოგია უკვე 30 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოში, და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ორგანიზმზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედება ჰქონდეს.

მედიკალ გრუპში ვიყენებთ ამერიკული ბრენდის Cynosure-ის სამედიცინო, პრემიუმ ხაზის უკონტაქტო ლაზერებს, რომლებიც სერტიფიცირებულია FDA, ISO და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ლაზერები რეგულარულად — ყოველი კვარტლის განმავლობაში ერთხელ — გადიან გეგმიურ შემოწმებას მწარმოებლის მიერ მოწვეული სერტიფიცირებული ინჟინრების მხრიდან, რაც გარანტიას იძლევა, რომ აპარატურა ყოველთვის შეესაბამება ქარხნულ უსაფრთხოების ნორმებს.

პროცედურისას კანის გაგრილება ხდება უკონტაქტოდ, გაყინული ჰაერით (და არა ფრეონით), რაც გამორიცხავს ალერგიულ რეაქციებს, პიგმენტაციას და ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც ფრეონულ სისტემებს შეიძლება ახლდეს.
უკონტაქტო სისტემა ასევე ნიშნავს, რომ კანის გადამდები ინფექციების გავრცელების რისკი ნულოვანია.

შედეგად — პროცედურა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, სტერილური და კომფორტული ყველა ტიპის კანისთვის.

ლაზერული ეპილაციის შემდეგ კანის მოვლა მნიშვნელოვანია შედეგის შესანარჩუნებლად და უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფ და კომფორტულ აღდგენაში

პირველი 3 დღე:

  • მოერიდეთ სპირტის შემცველი პროდუქტების გამოყენებას (ტონიკები, დეზინფექტანტები და ა.შ.);
  • არ ეწვიოთ საუნას, ორთქლის ოთახს ან ცხელი აბაზანას;
  • მოერიდეთ ცურვას აუზში ან ღია წყალში;
  • გამოიყენეთ დამამშვიდებელი მალამო ან SPF-ის შემცველი მზისგან დამცავი კრემი სპეციალისტის რეკომენდაციით.

მზისგან დაცვა:

  • პროცედურამდე და შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში მოერიდეთ მზის აბაზანებსა და სოლარიუმს.
  • თუ პროცედურა შესრულებულია ალექსანდრიტის ლაზერით, მოერიდეთ მზის ზემოქმედებას 2 კვირის განმავლობაში.

თმის მოცილება პროცედურებს შორის:

  • არ გამოიყენოთ პინცეტი, ცვილი, შაქრის პასტა ან ეპილატორი — ეს არღვევს შედეგს.
  • რეკომენდებულია მხოლოდ საპარსის გამოყენება.

ინტერვალები:

  • დაიცავით სპეციალისტის მიერ დადგენილი ინტერვალები პროცედურებს შორის — ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტს და უსაფრთხოებას.

ლაზერული ეპილაციის პროცედურებს შორის ინტერვალი საშუალოდ თვენახევარია, თუმცა ზონა და ინდივიდუალური თავისებურებები აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თითოეული მომდევნო სეანსის შემდეგ ინტერვალი თანდათან იზრდება დაახლოებით 1 კვირით და საბოლოოდ შეიძლება მიაღწიოს სამ თვემდე.

საშუალოდ, თმის სრული მოცილებისთვის საჭიროა 5-8 პროცედურა.
ზუსტი რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • თმის ზრდის სიჩქარეზე და სტრუქტურაზე,
  • გენეტიკურ თავისებურებებზე,
  • ჰორმონალურ ბალანსზე და ორგანიზმის რეაქციაზე.

ლაზერული ეპილაცია მოქმედებს მხოლოდ აქტიურ ფაზაში მყოფ თმაზე, ამიტომაც საჭიროა რამდენიმე პროცედურა სრული შედეგის მისაღებად.

დიახ, ლაზერული ეპილაცია მენსტრუალური ციკლის დროს დაშვებულია.
სამედიცინო თვალსაზრისით, პროცედურას არ აქვს უკუჩვენება ამ პერიოდში.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ციკლის დღეებში კანის მგრძნობელობა შესაძლოა მომატებული იყოს, რის გამოც პროცედურა ოდნავ უფრო არაკომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს.

თუ თავს არასასიამოვნოდ გრძნობთ, შეგიძლიათ პროცედურა სხვა დღისთვის დაგეგმოთ, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით შეზღუდვა არ არსებობს.

არა, ალკოჰოლი გავლენას არ ახდენს ლაზერული ეპილაციის შედეგებზე ან უსაფრთხოებაზე.

თუმცა, ზოგადად რეკომენდებულია პროცედურის დღეს თავი აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან მან შესაძლოა მცირედით გაამწვავოს კანის მგრძნობელობა და გამოიწვიოს დროებითი გაწითლება უფრო ადვილად.

ლაზერული ეპილაციის დროს ტკივილის შეგრძნება დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ ტკივილის მგრძნობელობაზე.

ჩვენთან პროცედურები ტარდება გერმანული წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა და უმძლავრესი გაგრილების სისტემებით, რის შედეგადაც პროცესი უმტკივნეულოა ან მხოლოდ მცირე დისკომფორტით მიმდინარეობს.

მგრძნობელობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ზონების მიხედვით — მაგალითად, ბიკინის ზონა და იღლიები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ხელები ან ფეხები, თუმცა გაგრილების სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს უსიამოვნო შეგრძნებებს.

ლაზერი ეფექტურად მოქმედებს მხოლოდ იმ თმებზე, რომლებიც აქტიური ზრდის ფაზაში (ანაგენის ფაზაში) იმყოფებიან. თმის ზრდა ციკლური პროცესია — ყველა ფოლიკული ერთდროულად ერთ ფაზაში არ არის, ამიტომ სხვადასხვა ეტაპზე მყოფი თმის სრულად მოსაშორებლად საჭიროა 5-8 სეანსი.

ყოველი პროცედურის შემდეგ თმა ნაკლებად ამოდის და საბოლოოდ მისი ზრდა ჩერდება.

არ არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპის ან სხვა მეთოდების ერთმანეთთან კომბინირება. საუკეთესო შედეგის მისაღებად უმჯობესია აირჩიოთ ერთი ცენტრი და ერთი სპეციალისტი, რომელიც პროცედურას თქვენი კანის ტიპისა და თმის სტრუქტურის მიხედვით შეარჩევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენთან ზონები არ იპარსება, ხოლო დიოდური ეპილაციის შემთხვევაში პარსვა აუცილებელია, ამიტომ მათი შერევა არასასურველია და შეიძლება შედეგზეც იმოქმედოს.

ლაზერული ეპილაციისთვის კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პროცედურას დაახლოებით 12 წლიდან იწყებენ.

ამ ასაკში იწყება არასასურველი თმის ზრდა, რაც მოზარდებში ხშირად იწვევს დისკომფორტს და ფსიქოლოგიურ სტრესს — სწორედ ამიტომ ითვლება მკურნალობის დაწყების ერთ-ერთ ჩვენებად. პროცედურა ტარდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

ლაზერული ეპილაცია არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

  • აქტიური ჰერპესი ან სხვა კანის ინფექცია;
  • სისტემური დაავადებები;
  • კანის დაზიანება ან ღია ჭრილობები დასამუშავებელ ზონაზე;
  • გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღება (მათ შორის ფოტოსენსიბილიზატორები);
  • ეპილეფსია.
  • სპეციალისტის მიერ წინასწარი კონსულტაცია აუცილებელია თითოეულ შემთხვევაში.

ზოგიერთი ანტიბიოტიკი — მაგალითად, ფტორქინოლონების და ტეტრაციკლინების ჯგუფის პრეპარატები — ზრდის კანის მგრძნობელობას სინათლის მიმართ. ამის გამო პროცედურის დროს არსებობს დამწვრობის ან გაღიზიანების რისკი, ამიტომ რეკომენდებულია პროცედურის გადავადება ან ექიმთან წინასწარი შეთანხმება.

ლაზერული ეპილაცია იყოფა ორ ძირითად ტიპად:

ლაზერული ეპილაცია და ფოტოეპილაცია (IPL, Elos და სხვ.)

ჩვენთან გამოიყენება მხოლოდ ლაზერული ტიპის ეპილაცია, რადგან ის უსაფრთხო და შედეგიან მეთოდად ითვლება.

ალექსანდრიტის ლაზერი — კლასიკური არჩევანი

  • ტალღის სიგრძე: 755 ნმ
  • საუკეთესოა: ღია კანისა და მუქი, უხეში თმისთვის
  • მოქმედებს მელანინზე, ამიტომ შედეგი სწრაფად ჩანს, თმა ქრება რამდენიმე სეანსში.
  • შეზღუდვა: არ გამოიყენება გარუჯულ კანზე — დამწვრობის რისკის გამო.
  • იდეალურია მკვეთრი კონტრასტის შემთხვევაში (ღია კანი + მუქი თმა).

დიოდური ლაზერი — უფრო უნივერსალური, მაგრამ ნაკლებად ეფექტური

  • ტალღის სიგრძე: 810 ნმ
  • მოქმედებს თმის ღერში არსებულ პიგმენტზე, ამიტომ სეანსის წინ თმის პარსვაა აუცილებელი.
  • ნაკლებად ეფექტურია ღია თმაზე და მუქ კანზე.
  • მაღალი ტემპერატურის გამო ზოგჯერ იწვევს დამწვრობებსა და ნაწიბურებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანზე.
  • არ იძლევა ისეთ სტაბილურ შედეგს, როგორც ნეოდიმური ან ალექსანდრიტის ლაზერი.

ნეოდიმური (Nd:YAG) ლაზერი — უახლესი თაობის, ყველაზე უსაფრთხო და უნივერსალური

  • ტალღის სიგრძე: 1064 ნმ
  • მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე, რაც იწვევს თმის ფესვის განადგურებას.
  • იდეალურია მუქი, III–VI ტიპის (კავკასიური, გარუჯული, ფერადი) კანისთვის.
  • მუშაობს ქერა, წითურ და თეთრ თმაზეც — რადგან არ არის დამოკიდებული მელანინზე.
  • არ იწვევს დამწვრობას, მოქმედებს რბილად და ღრმად.
  • არ აზიანებს ღინღლს, რაც კანს ბუნებრივ იერს უნარჩუნებს.

სწორედ ამიტომ ნეოდიმური ლაზერი ითვლება „ოქროს სტანდარტად“ თანამედროვე ეპილაციაში — უსაფრთხო, უმტკივნეულო და შედეგიანი.

ფოტოეპილაცია (IPL, Elos) — დაბალი ეფექტურობის მეთოდები

  • იყენებენ რამდენიმე ტალღას ერთდროულად, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი მოქმედებს ეფექტურად.
  • სიმძლავრე დაბალია, ამიტომ შედეგის მისაღებად ბევრად მეტი სეანსია საჭირო.
  • ხშირად იწვევს თმის ზრდის პროვოცირებას ან დამწვრობებს.
  • ერთადერთი უპირატესობა — დაბალი ფასი, თუმცა შედეგი დროებითია.

პლაზმოლიფტინგი არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს პაციენტის საკუთარი სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის კანქვეშ შეყვანას. შედეგად სასურველი ეფექტი — კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება — მიიღწევა ბუნებრივი გზით, ორგანიზმის საკუთარი ფერმენტების აქტივაციით.

პლაზმის კანქვეშ შეყვანა ააქტიურებს ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ადგილობრივ რეზისტენტობასა და იმუნიტეტს. შედეგად კანი ხდება უფრო ელასტიური, ჯანმრთელი ფერის, დატენიანებული და ახალგაზრდული იერის მქონე. ნაოჭები შესამჩნევად მცირდება ან სრულად ქრება.

პლაზმოლიფტინგის ჩატარება შესაძლებელია:

  • სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონაზე;
  • ზურგზე;
  • თავის თმიან ნაწილში;
  • ხელის მტევნებზე.

უპირატესობები:

  • აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა — ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები გამორიცხულია, რადგან გამოიყენება მხოლოდ პაციენტის საკუთარი პლაზმა.
  • მაღალი ეფექტურობა — ორგანიზმი ბუნებრივად და აქტიურად რეაგირებს საკუთარ ბიომასალაზე.
  • არ იწვევს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში.
  • ტარდება მეზოთერაპიის მსგავსად, ატრავმული მიკროინექციებით და ადგილობრივი გაუტკივარებით.
  • არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

ბოტულოტოქსინის გამოყენება დაიწყო 1980-იანი წლებიდან — თავდაპირველად ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა მისი უნიკალური “გვერდითი ეფექტი”: პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის მიდამოში არსებული ნაოჭები.

ამ აღმოჩენამ ბოტულოტოქსინი (ბოტოქსი) უკიდურესად პოპულარულად აქცია კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში, სადაც ის დღესაც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად რჩება.

ბოტოქსი შეჰყავთ ინექციის გზით მიმიკურ კუნთებში.

მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ნერვკუნთოვანი გამტარებლობის დროებით ბლოკირებას — ბოტულოტოქსინი აფერხებს ნერვული იმპულსების გადაცემას კუნთზე. შედეგად, კუნთი დუნდება, აღარ იკუმშება და ნაოჭები სწორდება.

ეფექტი გრძელდება საშუალოდ 6-8 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც პროცედურის გამეორება შესაძლებელია საჭიროებისამებრ.

ბიორევიტალიზაცია — ეს არის კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების ინექციური მეთოდი.
პროცედურის დროს კანქვეშ შეჰყავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ძირითადად ჰიალურონის მჟავა, რომელიც თავად კანის სტრუქტურის ბუნებრივი შემადგენელი კომპონენტია.

ჰიალურონის მჟავა აღადგენს კანის ტენიანობას, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და ტექსტურას, ხოლო პარალელურად აქტიურდება ფიბრობლასტების მუშაობა — მცირდება ასაკობრივი ცვლილებები, ძლიერდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი.

შედეგად კანი ხდება უფრო გლუვი, მკვრივი და ჯანსაღი ფერის, აღდგება მისი ბუნებრივი ბზინვარება და ტონუსი.

კაპილარების ქსელის (კუპეროზის) და წვრილი ვენების გამოკვეთა — სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია. ამ დროს სისხლძარღვების სანათური ფართოვდება, კედელი სქელდება და კაპილარები ვიზუალურად შესამჩნევი ხდება. ასეთ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად შენელებულია, რის შედეგადაც ისინი პრაქტიკულად კარგავენ ფუნქციას.

მკურნალობა:

ჩვენს ცენტრში კუპეროზის და გამოკვეთილი კაპილარების მოცილება ხორციელდება ახალი თაობის გრძელტალღოვანი Nd:YAG ლაზერით (USA წარმოების).

ლაზერი ზუსტად ზემოქმედებს დაზიანებულ კაპილარზე, იწვევს მის სკლეროზს (დახშობას) და საბოლოოდ — მის სრულ გაქრობას. ერთი და იგივე კაპილარი სამუდამოდ ქრება, რადგან მკვდარ ქსოვილად გარდაიქმნება და აღარ აღდგება.

კაპილარების გაჩენის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • არასწორი ან გადაჭარბებული გარუჯვა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა ან, პირიქით, უმოძრაობა
  • ოსტეოქონდროზი
  • საშარდე ან ჰეპატობილიარული სისტემის პათოლოგიები
  • კანის ტურგორის (ელასტიურობის) დაქვეითება
  • დემოდეკოზი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე მოშორებული კაპილარები აღარ ჩნდება, თუმცა ახალი კაპილარების გაჩენა შესაძლებელია, თუ გამომწვევი ფაქტორები კვლავ იმოქმედებს (მაგალითად, არასწორი გარუჯვა ან მაღალი ფიზიკური დატვირთვა).

ეფექტი:

შედეგი ხშირად შესამჩნევია მაშინვე პროცედურის დასრულებისთანავე, ზოგჯერ კი კაპილარი ფერს იცვლის და 2–3 კვირის განმავლობაში თანდათან ქრება.

პროცედურის ხანგრძლივობა და კურსი:

დამოკიდებულია კაპილარების რაოდენობაზე, ფორმასა და მდებარეობაზე. საშუალოდ, საჭიროა 1–3 სეანსი, თითო 1-თვიანი ინტერვალით.

ეპილაცია ზოგადად იყოფა ორ დიდ კატეგორიად:

  1. ლაზერული ეპილაცია
  2. ფოტოეპილაცია (IPL ტიპის სისტემები)

ლაზერული ეპილაცია

ლაზერული სისტემები ტალღის სიგრძით და თაობით განსხვავდებიან. მათ შორისაა:

  • ლალის ლაზერი – მოძველებული, პრაქტიკულად აღარ გამოიყენება
  • ალექსანდრიტის ლაზერი (755 ნმ)
  • დიოდური ლაზერი (810 ნმ)
  • ნეოდიმური Nd:YAG ლაზერი (1064 ნმ) – უახლესი თაობა

ალექსანდრიტის ლაზერი — 755 ნმ

ალექსანდრიტის ლაზერი იდეალურია, როცა არის მკვეთრი კონტრასტი:

ღია კანი + მუქი/უხეში თმა.

ამის მიზეზია ის, რომ სხივი მოქმედებს მელანინზე — რაც უფრო ნაკლები მელანინია კანში და მეტი თმაში, მით უფრო ეფექტურია შედეგი.

უპირატესობები

  • ძალიან ეფექტურია ღია კანის და მუქი თმის შემთხვევაში
  • თმის სწრაფი მოშორება და ნაკლები სეანსი

შეზღუდვები

  • ვერ გამოიყენება გარუჯულ კანზე (დამწვრობის მაღალი რისკი)
  • ნაკლებად ეფექტურია, თუ კანი და თმა მსგავსად პიგმენტირებულია
  • კავკასიური ტიპის კანისთვის ხშირად არ არის საუკეთესო არჩევანი

ალექსანდრიტის ლაზერზე სპეციალისტის მაღალი კვალიფიკაცია აუცილებელია, რადგან გარუჯულ და მუქ კანს დამწვრობის მაღალი რისკი აქვს.

დიოდური ლაზერი — 810 ნმ

დიოდური ლაზერი თმის ღერში არსებული მელანინის გათბობითა და დაშლით მუშაობს.

სეანსამდე აუცილებელია გაპარსვა, რადგან იგი წვავს ხილულ თმას.

უპირატესობები

  • ეფექტურია საშუალო ტიპის კანზე
  • მუშაობს უხეშ თმაზეც

შეზღუდვები

  • არაეფექტურია ღია თმაზე
  • მუქ კანს დამწვრობის მაღალი რისკი აქვს
  • თერაპიული დიაპაზონი შეზღუდულია — სპეციალისტს ნაკლები შესაძლებლობა აქვს ენერგიის რეგულირებისთვის
  • ხშირია დამწვრობები და შემდგომი კელოიდური ნაწიბურები

Nd:YAG ლაზერი — 1064 ნმ

Nd:YAG არის უახლესი თაობის ლაზერი.

იგი მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე, რაც იწვევს მის დახურვას — შედეგად თმის ძირი კვდება და 10–14 დღეში ცილდება კანს.

ეს არის ყველაზე ღრმად შეღწევადი ლაზერი (4 მმ-მდე).

მთავარი უპირატესობები

  • იდეალურია კავკასიური და მუქი ტიპის კანისთვის
  • შესაძლებელია გარუჯულ კანზეც
  • ეფექტურია უხეშ, ღრმად მდებარე თმაზე
  • არ ანადგურებს ღინღლს — მხოლოდ მუქ/უხეშ თმას, რაც ბუნებრივ იერს ინარჩუნებს
  • არ იწვევს დამწვრობას — სხივი ღრმად მოქმედებს, მაგრამ რბილად
  • განსაკუთრებით ეფექტურია შემთხვევებში, როცა სხვა ლაზერები სუსტ შედეგს იძლევა
  • შესაძლებელია ქერა, ძალიან უხეში ან რთულად მოსაცილებელი თმის მოშორება

დამატებითი უპირატესობა

Nd:YAG არ წვავს თმის ღერს ზედაპირზე (როგორც დიოდური), ამიტომ ხშირად მიმენტო შედეგი არაა ხილული, თუმცა კურსი ბევრად უფრო შედეგიანია.

ფოტოეპილაცია — IPL

ფოტოეპილაცია მუშაობს 600–1200 ნმ დიაპაზონის ერთდროული, სხვადასხვა სიგრძის ტალღებით.

პრობლემა ისაა, რომ ამ ტალღებიდან მხოლოდ 1–2 არის ეფექტური ეპილაციისთვის, დანარჩენი კი იწვევს:

  • გვერდით ზემოქმედებას
  • ხშირად — თმის ზრდის პროვოცირებას პერიფერიაზე

შეზღუდვები

  • სხივი არის განშლადი, ამიტომ ენერგია არათანაბარია (ცენტრი–პერიფერია)
  • ეფექტი სუსტი ან არამდგრადია — საბოლოო შედეგი თითქმის მიუღწეველია
  • შესაძლებელია დამწვრობები
  • ანადგურებს ღინღლსაც, რაც ხშირად მის შემდგომ გასქელებას იწვევს

ერთადერთი პლიუსი

  • პროცედურა შედარებით იაფია (აპარატის დაბალი ღირებულების გამო)

ელოს ეპილაცია

ელოსი არის ფოტოეპილაცია + რადიოტალღური ზემოქმედება.

მოქმედების პრინციპი იგივეა, რაც IPL-ში, დამატებით კი რადიოტალღა აზიანებს თმის ძირს, რაც თითქოს ამსუბუქებს ფოტომოქმედებას.

შეზღუდვები

  • ზიანდება მიმდებარე ქსოვილიც
  • სხივი კვლავ განშლადია — ვლინდება პერიფერიაზე თმის ზრდის გააქტიურება
  • ანადგურებს ღინღლსაც, რაც შემდგომში უხეშ თმად ყალიბდება
  • საბოლოო შედეგი პრაქტიკულად მიუღწეველია
  • თმის ამოსვლის პროვოცირების რისკი მაღალია

პლიუსი

  • შედარებით იაფი და ნაკლებად მტკივნეული, რადგან სიმძლავრე დაბალია

სახის წმენდა

სახის წმენდის ჩატარება სახლის პირობებში ან არასპეციალიზებულ სალონებში არ არის რეკომენდებული.

პროცედურა საჭიროებს ექიმის ცოდნას კანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესახებ.

სწორად ჩატარებული წმენდა მხოლოდ კოსმეტოლოგიური პროცედურა კი არა, არამედ სამედიცინო ჩარევაა, რომელიც სერტიფიცირებულმა ექიმმა-დერმატოლოგმა უნდა განახორციელოს.

სახლში გამოყენებული ან არასათანადო პირობებში ჩატარებული წმენდა ხშირად იწვევს კანის დაზიანებას, ინფექციას ან ანთებას, რაც საბოლოოდ ართულებს მდგომარეობას.

დახურული ფორების პირობებში კანი ვერ შთანთქავს ჟანგბადსა და აქტიურ ნივთიერებებს.

წმენდის შემდეგ კანი თითქოს “თავიდან სუნთქვას იწყებს” — ფორები იხსნება, მატულობს ჟანგბადით და ტენით მომარაგება, რის შედეგადაც ყველა შემდგომი პროცედურის (ნიღბები, მასაჟი, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია) ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება.

სწორედ ამიტომ, ჩვენს კლინიკაში ყველა კანის მოვლის პროცედურამდე აუცილებლად ტარდება სახის წმენდა.

  • მექანიკური წმენდა — ტარდება სპეციალური, სტერილური იარაღებით ხელით, ხშირად ვაპორიზაციის (კანის ორთქლით გახურების) შემდეგ. ეფექტურია, თუმცა შესაძლოა მსუბუქი დისკომფორტი გამოიწვიოს.
  • აპარატურული წმენდა — თანამედროვე, უსაფრთხო მეთოდი, რომელიც სპეციალური აპარატურით ტარდება. მოიცავს ვაკუუმურ წმენდას, ულტრაბგერით სკრაბერს, მიკროდერმაბრაზიას და სხვა ტექნიკებს. კანი ნაკლებად ტრავმირდება.
  • ქიმიური წმენდა (პილინგი) — კანის ზედა ფენის ნაზი ქიმიური მოცილება, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ეფექტურია, თუმცა შედარებით აგრესიული მეთოდია, ამიტომ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს.
  • ლაზერული წმენდა — უახლესი მეთოდი, რომლის დროსაც ლაზერული სხივი აუმჯობესებს კანის რელიეფს და სტრუქტურას.

პრინციპულად — ყველა ტიპის კანისთვის. განსაკუთრებით რეკომენდებულია:

  • ცხიმიანი, ფოროვანი ან კომედონებიანი კანისთვის;
  • გამონაყარის (აკნეს) ან პოსტაკნეს მდგომარეობისას;
  • ცხიმის საცობების არსებობისას.

წმენდის ჩატარება არ შეიძლება, თუ აღინიშნება:

  • ჰერპესის ან ეგზემის გამწვავება;
  • მენსტრუალური ციკლი;
  • კანის მთლიანობის დარღვევა დასამუშავებელ არეში;
  • ცხელებით მიმდინარე დაავადებები.

საშუალოდ — თვეში ერთხელ, ან ყოველ 2–4 თვეში ერთხელ, ინდივიდუალური კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით.

პროცედურა მიზანშეწონილია 15 წლიდან.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია — ეს არის არაქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური თერაპიული პრეპარატები შეჰყავთ კანის სხვადასხვა ფენაში ან კანქვეშ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე.

პროცედურის შედეგი და ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია როგორც გამოყენებული პრეპარატის ხარისხზე, ისე სპეციალისტის პროფესიონალიზმზე.

მეზოთერაპიისას გამოიყენება სხვადასხვა კოქტეილები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს:

  • ვიტამინებს, ამინომჟავებს და მიკროელემენტებს
  • ფიტოთერაპიულ, ქიმიოთერაპიულ ან ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს
  • მზა კოსმეტოლოგიურ ნარევებს ან ჰომეოპათიურ პრეპარატებს

პრეპარატი შეირჩევა ინდივიდუალურად — კანის ტიპისა და პაციენტის საჭიროების მიხედვით. პროცედურა ტარდება მიკროინექციების საშუალებით; პაციენტის სურვილით შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება.

მეზოთერაპია ტარდება შემდეგ ზონებში:

სახე, ყელი, დეკოლტე, თავის თმიანი ნაწილი, ხელის მტევნები და სახსრების მიდამო.

მეზოთერაპია ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:

  • კუპეროზი (კანზე გამოკვეთილი კაპილარები)
  • ცხიმიანი ან ფოროვანი კანი
  • პიგმენტური ლაქები
  • ასაკობრივი ცვლილებები (გრავიტაციული ფტოზი, ნაოჭები, მოდუნებული კანი)
  • ნაწიბურები, აკნე და პოსტაკნე
  • სტრიები (ზედმეტი გაწელვები)
  • ზედმეტი ცხიმის დაგროვება და ცელულიტი
  • თმის ცვენა (მიზეზის მიხედვით)
  • პილინგის შემდგომი პერიოდი
  • მეორე ნიკაპი („ღაბაბი“)
  • დაღლილი თვალის სინდრომი

პრეპარატის შეყვანისთანავე აქტიურდება:

  • უჯრედების კვება და რეგენერაცია
  • მიკროცირკულაცია და ნივთიერებათა ცვლა
  • ლიმფის მიმოქცევა და შეშუპების შემცირება
  • ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის გამომუშავება

ცელულიტის შემთხვევაში პრეპარატი ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების დაშლას.

შედეგად კანი ხდება გლუვი, მკვრივი და ელასტიური, უმჯობესდება ფერი და ტექსტურა, ქრება ლაქები, მცირდება ნაოჭები და სტრიები, ალაგდება აკნე, ხოლო თმის ცვენა ფერხდება.

სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის საწყის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.

საშუალოდ, ტარდება 4–8 პროცედურა, ინდივიდუალურად შერჩეული ინტერვალებით.

აკნე და პოსტაკნე

აკნე — ეს არის თმის ფოლიკულებისა და მათთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების დაბინძურება გარქოვანებული უჯრედებითა და ცხიმოვანი ნადებით, რასაც მოჰყვება მათი შემდგომი ინფიცირება და ანთება.

გარეგნულად ვხედავთ ჩირქოვან გამონაყარს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სტადიით გამოვლინდეს.

აკნეს განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს:

  • გარქოვანების (კერატიზაციის) პროცესის დარღვევა ფოლიკულის არხში
  • ბაქტერიული ფლორის აქტივაცია, კერძოდ Propionibacterium acnes-ის გამრავლება

ეს ბაქტერია ჩვეულებრივად ცხოვრობს ცხიმოვან ჯირკვლებში, თუმცა მისი სწრაფი გამრავლებისთვის საჭიროა უჟანგბადო გარემო, რომელიც იქმნება მაშინ, როცა სადინარი არის:

  • გადატვირთული ცხიმით
  • დახშული გარქოვანებული უჯრედებით

ამ პირობებში ორგანიზმი იწყებს ანთებით რეაქციას ბაქტერიის წინააღმდეგ, რაც გარეგნულად ვლინდება აკნეს აქტიური ელემენტებით კონკრეტულ უბნებში.

ვინ არის რისკში?

აკნე განსაკუთრებით ხშირია:

  • გარდატეხის ასაკში
  • უფრო მეტად — მამრობითი სქესის მოზარდებში
  • გავრცელებული უბნები: სახე, ზურგი, გულმკერდი, მხრები

აკნეს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • ჰორმონალური დისბალანსი (ანდროგენების სიჭარბე → ცხიმიანობის ზრდა და უჯრედების სწრაფი კერატიზაცია)
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები
  • ქრონიკული სტრესი, დეპრესიული მდგომარეობა
  • კანის ხშირი მექანიკური გაღიზიანება
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • გარკვეული მედიკამენტებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა

პოსტაკნე ძალიან გავრცელებული პრობლემაა — განსაკუთრებით მამაკაცებში, თუმცა ხშირად აწუხებს ქალბატონებსაც, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ასაკში.

აკნეს შემდეგ შესაძლოა დარჩეს:

  • ნაწიბურები
  • წითელი ლაქები
  • ჰიპერპიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია
  • გაფართოებული ფორების „კრატერები“
  • კაპილარული ქსელის გამოკვეთა

ეს ცვლილებები შესაძლოა არანაკლებ პრობლემური იყოს, ვიდრე თვითონ აკნე.

მკვეთრი ფაზის დასრულებიდან 6–12 თვეში ნაწიბურების და ლაქების ნაწილი შეიძლება თვითონ გაქრეს,

თუმცა ყოველთვის არა. ზოგ შემთხვევაში პოსტაკნე დროთა განმავლობაში უფრო მეტად ფიქსირდება და მკურნალობაც რთულდება.

Couldn’t find the answer to your question or would you like to clarify some details?
Then write to us by e-mail info@medicalgroup.ge
Or contact us on the hotline +995 32 215 52 25