წითელი ქარი

კანის და მიმდებარე ქსოვილის  შემოსაზღვრული უბნის მწვავე ანთებაა. ხშირია წვივის, სახის და თავის თმიანი ნაწილის, ზემო კიდურების მიდამოში.

დაავადების გამომწვევი სტრეპტოკოკია, ავადდებიან ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, 40 წლის ასაკის ზემოთ.

დაავადება იწყება ძლიერი შემცივნებით და მაღალი ტემპერატურით, კუნთებისა და თავის ტკივილით; ლოკალური კლინიკური გამოვლინებები კი ჩნდება მოგვიანებით - ტკივილის და წვის შეგრძნება, მკვთრად შემოფარგლული მუქი წითელი ფერის კანი, ძლიერი დაჭიმულობა დაზიანებულ უბანზე, შესაძლებელია სითხით სავსე ბუშტუკების განვითარებაც, რომლებიც შემდგომში სკდება და ვითარდება წყლულები. შესაძლებელია ადრილობრივი სისხლჩაქცევების განვითარებაც. დაზიანებული ადგილი მთლიანად შეშუპებულია.

დაავადების განვითარების ეთიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი მიკროტრავმების არსებობა, ადგილობრივად სისხლის მიმოქცევის პრობლემები, დიაბეტი, სინუსიტი და ქრონიკული ტონზილიტი, მიკოზი.

დაავადებას ახასიათებს ხშირი რეციდივები, კიდურის შემდგომი სპილოვანების (ლიმფოსტაზის) ჩამოყალიბებით.

პროცესის სწრაფი ალაგების, აგრეთვე რეციდივების თავიდან აცილების მიზნით, მწვავე პერიოდშივე, ჩვენი კლინიკა ეთიოტროპული მკურნალობის კომპლექსთან ერთად, გთავაზობთ აპარატურულ მკურალობასაც.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge