ჰიდრადენიტი

ჰიდრატენიტი - საოფლე ჯირკვლების ანთებაა. საოფლე ჯირკვლები კანის საფარის უმეტეს ნაწილზეა, განსაკუთრებით კი მდიდარია იღლის ფოსო, საზარდულის ნაკეცი, ხელის და ფეხის გულები.

ყველაზე ხშირად დაავადება იღლიის ფოსოების ჯირკვლებს აზიანებს ხოლმე.

მისი ძირითადი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც ოფლის ტუტე რეაქციის პირობებში ადვილად ინერგება საოფლე ჯირკვალში და იწვევს ანთებით პროცესს. ხელშემწყობი ფაქტორები  ჭარბი ოფლიანობა, მიკროტრავმები ( მაგალითად, გაპარსვის შემდგომ), ჰიგიენური პრობლემებია.

კლინიკურად დაავადება ვლინდება კანქვეშ  მდოგვის მარცვლის ზომის მტკივნეული, მკვრივი წარმონაქმნით,  დროთა განმავლობაში მატულობს ტკივილის ინტენსივობა და ჯირკვლის ზომა, კანი შესაბამის უბანში ხდება მუქი-მოწითალი ფერის, ხოლო რამოდენიმე დღეში ირღვევა კანის მთლიანობაც ჩირქოვანი მასების დენით. დაავადებას ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება შემცივნებით, აღინიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმტომებიც(ზოგადი სისუსტე,თავის ტკივილი, უმადობა და ა.შ.); საშუალოდ გამწვავების ხანგრძლივობა 10-20 დღეა; პროცესი ხშირად ღებულობს ქრონიკულ სახეს პერიოდული გამწვავებებით.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ პრობლემის კომპლექსურ მკურნალობას (როგორც გამწვავების მკურნალობას, ასევე მისი რეციდივის პრევენციას) , რაც მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად აპარატურულსაც.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ინდივიდუალურია. ჩატარებული მკურნალობა გამორიცხავს რეციდივის (ხელახალი გამწვავების) ალბათობას.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირებაც.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge