რეინოს დაავადება

კლინიკურიად ხასიათდება კიდურების დისტალური ნაწილების, განსაკუთრებით თითების ფალანგების გათეთრება-გალურჯებით, ტკივილის და ძლიერი დისკომფორტის შეგრძნებით, შემდგომი გაწითლებით, თითების შეშუპებითა და წვის შეგრძნებით. მაპროვოცირებელი ფაქტორია სიცივე და ემოციური ფონი. პაციენტებისათვის დამახასიათებელია შეხებით ცივი თითები რემისიის პერიოდში. დაავადების განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა და მცირე ზომის სისხლძარღვების ძლიერი, გარდამავალი სპაზმი კიდურების დისტალურ ნაწილებში.

მისი გამომწვევი მიზეზებია რევმატოიდული დაავადებები, სხვადასხვა სახის სისხლძარღვოვანი პრობლემები, სისხლის დაავადებები, ნეიროგენული პრობლემები. თუმცა ხშირად ვერ ხერხდება მიზეზის დადგენა.

დაავადება დროთა განმავლობაში პროგრესირებს, რაც გამოიხატება შეტევის ინტენსივობის, სიხშირის და ხანგრძლივობის ზრდაში, რაც შესაძლებელია გახდეს ფალანგების დისტალური ნაწილის ნეკროზის მიზეზიც კი.

ჩვენს კლინიკაში ამ პრობლემის მგვარების მიზნით გთავაზობთ კომპლექსურ პროგრამას, რაც მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად გულისხმობს აპარატურულ მკურნალობასაც.

მკურნალობის შედეგად მცირდება ან სრულიად ლაგდება გამწვავების სიხშირე და ინტენსივობა, მატულობს კიდურების მდგრადობა დაბალი ტემპერატურის მიმართ, მცირდება თითების გარშემოწერილობა.

კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge