ქრონიკული გადაღლის სინდრომი

იგი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში აღწერეს. ქრონიკული დაღლის სინდრომი  ოცდამეერთე საუკუნის, მეგაპოლისებში  გავრცელებული დაავადებადაა მიჩნეული. მისი გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია ცხოვრების მაღალი ტემპი, ეკოლოგიური პირობების გაუარესება,  ფსიქო-ემოციურ გადაძაბვა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების არსებობის ფონი.

ძირითადად ავადდებიან  25-45 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

მთავარი სიმპტომებია: გაურკვეველი მიზეზის ხანგრძლივი დაღლილობა, როელის მოხსნაც დასვენებით ან ძილით შეუძლებელია,  დაქვეითებულია ზოგადი მოტორიკა,  აღსანიშნავია კუნთოვანი სისტემის დისკომფორტი (ტკივილი ან გადაღლის შეგრძნება კუნთებში), უმიზეზო ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა, ართრალგიები, მეხსიერების დაქვეითება, აპათია და დეპრესია, შფოთვა, თავბრუსხვევა, ძილის რეჟიმის დარღვევა, უმადობა ან პირიქით, მომატებული მადიანობა(ბულემია). აღსანიშნავია  იმუნური სტატუსის გადახრა ნორმიდან, ლიმფოპენია, ენდორფინების თანაფარდობის დარღვევა, რაც აქვეითებს ლიბიდოს. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი  ყველა სიმპტომის სახეზე არსებობა, ამიტომ, როგორც წესი, რთულია დაავადების იდენტიფიცირება(დიაგნოსტიკა), ასევე მისი მკურნალობა.

პრობლემის მოსაგვარებლად გთავაზობთ როგორც დიაგნოსტიკის ასევე მკურნალობის მიმართ კომპლექსურ მიდგომას. კლინიკაში შემუშავებულია მკურნალობის სპეციფიური სქემა.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge