კანის წარმონაქმნების მკურნალობა

კანის წარმონაქმნები,როგორიცაა პაპილომა, მეჭეჭი, კონტაგიოზური მოლუსკი, კერატომა, კოჟრები, ადამიანს უქმნის არა მარტო კოსმეტოლოგიურ, არამედ ფუნქციონალურ პრობლემებს.

ორიოდე სიტყვით განვიხილოთ თითოეული მათგანის ეთიოლოგია:
პაპილომა კანის ვირუსული დაავადებაა; ვირუსი იწვევს ეპითელიუმის უჯრედების დაზიანებას და მათ პროლიფერაციას (უკონტროლო გამრავლებას); ხშირია კისრის, იღლიების, საზარდულის მიდამოში. ვიზუალურად იგი მცირე ზომის "ფეხზე" მდგომი წარმონაქმნია, არათანაბარი ზედაპირით. გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით, ვირუსი კანში ხვდება კანზე წარმოქმნილი მიკროტრავმების გავლით.
მეჭეჭი ასევე ვირუსული დაავადებაა, არის მკვრივი, უმტკივნეულო წარმონაქმნი, დაახლოვებით 3-10 მმ ზომის, არათანაბარი ზედაპირით, გვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს.ძირითადად ჩნდება ხელის მტევნის ზურგის ზედაპირზე, თითებზე, სახესა და თავის თმიან ნაწილში.
კონტაგიოზური მოლუსკიც ვირუსული ეტიოლოგიისაა, ავადდებიან ძირითადად ბავშვები, დასნებოვნება ხდება პირდაპირი კონტაქტით, ან საერთო სარგებლობის საგნებიდან, ხშირად ავადდებიან აუზზე მოცურავეები. კლინიკური გამოვლინებაა ერთეული ან მრავლობითი, წვრილი, კანის ზედაპირიდან ამოწეული მკვრივი, უმტკივნეულო მოვარდისფრო გამონაყარი. გამონაყარი თითქოს გამჭვირვალეა. ბავშვებში ძირითადად სახეზე ან ყელის და მტევნების მიდამოში გვხვდება, მოზრდილებში - სასქესო ორგანოების  არეში.
კერატომა- კანის წარმონაწმნია, ძირითადად ვითარდება 40-50 წლის ასაკიდან. ეს არის ეპითელიუმის უჯრედების უბნობრივი აქტიური გამრავლება და ზრდა ჭარბი გარქოვანებით. ჩნდება როგორც სახეზე, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. გარეგნულად ყავისფერი, ზედაპირიდან ამოწეული და უმტკივნეულო წარმონაქმნია.
კოჯრები კანის ზედმეტად გარქოვანებული ნაწილებია, რომელთა წარმოშობის მიზეზია გარკვეულ უბანზე ხანგრძლივი მექანიკური ზეწოლა ან ხახუნი. ვითარდება ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირად ტერფის და ქვედა კიდურების თითების არეში.
ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პრობლემებისგან განკურნება შესაძლებელია აბსოლუტურად უმტკივნეულოდ (ნოზლოლოგიის მიხედვით როგორც აპაატურული, ისე არააპარატურული მეთიდების გამოყენებით) და უმოკლეს ვადებში.
სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge