აკნე და მასთან ბრძოლა

აკნე არის თმის ფოლიკულებისა და მათთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების დაბინძურება გარქოვანებული უჯრედებითა და ნადებით, რასაც მოყვება მათი შემდგომი ინფიცირება და ანთებითი პროცესი.
სიმპტომები ყველასათვის კარგადაა ცნობილი: ექსუდაციური და ჩირქოვანი გამონაყარი, მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაში.
აკნეს განვითარების მექანიზმში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის კერატიზაციის (გარქოვანების) პროცესის დარღვევას ფოლიკულის არხში, შემდგომში კი იქ ბაქტერიული ფლორის, კერძოდ Propionibacterium acnes გამრავლებას. აღნიშნული მიკრობი მუდმივად არსებობს კანზე და ცხიმოვან ჯირკვლებში, თუმცა მისი გამრავლებისათვის აუცილებელი, უჟანგბადო არე, იქმნება მხოლოდ ამ ჯირკვლების დაბინძურებისა და ნადებით მათი დაცობისას. 
რა თქმა უნდა, ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა  მიკრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლისთვისაც ჯირკვლის სადინრების დაბინძურების შედეგად იქმნება გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო. პროცესი კი გარეგნულად ვლინდება აქტიური ელემენტების გამოჩენით კანის გარკვეულ უბნებში (აკნეს გამონაყარი).
აკნე განსაკუთრებით ხშირია გარდატეხის ასაკში, უფრო მეტად ეს პრობლემა მამრობითი სქესის მოზარდებს აწუხებთ, გამონაყარი გვხვდება სახის, ზურგის, გულმკერდის და მხრების არეში.
ასევე მისი  ხელშემწყობი მიზეზებია:
ჰორმონალური დისბალანსი, კერძოდ ანდროგენების ( მამაკაცის სასქესო ჰორმონების) სიჭარბე იწვევს ცხიმიანობის ზრდას და უჯრედების აქტიურ გამრავლება-კერატინიზაციას. 
ასევე: საჭნლის მომნელები ტრაქტის არასწორი ფუნქციონირება, სტრესი და დეპრესიული მდგომარეობა, კანის ხშირი მექანიკური გაღიზიანება, მემკვიდრული განწყობა, ზოგიერთი პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა.

გახსოვდეთ, რომ აკნესგან განკურნება კომპლექსური მიდგომით სავსებით შესაძლებელია!

მკურნალობის დაწყებამდე, მედიკალ გრუპი გთავაზობთ პრობლემის საფუძვლიან, კომპლექსურ დადგენას, რაც  მკურნალობის მეთოდის შერჩევისა და სასურველი რეზულტატის მისაღებად გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

მხოლოდ ამის შემდეგ მიდმინარეობს მკურნალობა  უკვე შემუშავებული (სტანდარტული) ან ინდივიდუალური კომპლექსური სქემით.

პროცედურებისას გამოიყენება მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, უახლესი აპარატურა და უმაღლესი ხარისხის, მკვდარი ზღვის მინერალებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე (რომლებიც მიღებულია მშრალი გამოწურვის მეთოდით, რაც მიღებულ მასალას მაქსიმალურად უნაჩუნებს ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს) დამზადებულ კოსმეტიკურ მასალა. საშიროების შემთვევაში, შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნაც.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge