მშრალი კანის დატენიანება

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი 60-70% სითხისგან შედგება, ხოლო დერმაში მისი შემცველობა უფრო მეტს, 80%-ს აღწევს.

ცნობილია, რომ სითხე აუცილებელია უჯრედების და ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კაპილარებიდან კანში მის მოზიდვას გლიკოზინამინომჟავები განაპირობებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია  ჰიალურონის მჟავა, რომლის საშუალებითაც ხდება ქსოვილებში სითხის საჭირო რაოდენობის შენარჩუნება და გელის მსგავსი კონსისტენციის უჯრედორისი მასის წარმოქმნა-შენარჩუნება; მეორე მხრივ, სითხე კანში ხვდება გარემოდან, საცხების და კოსმეტოლოგიური საშუალებებუსა და პროცედურების დახმარებით.

კანის მიერ სითხის ბალანსის შენარჩუნების უნარი მისი სიჯანსაღის მაჩვენებელია. გაუწყლოვნება შესაძლებელია განვითარდეს როგორც მშრალ, ასევე  ნორმალურ და ცხიმიანი ტიპის კანშიც.

ქსოვილებსა და უჯრედშორის სითხეში წყლის კონცენტრაციის შემცირებისას კანი ხდება მოდუნებული, აქერცლილი, უსიცოცხლო, ნაოჭიანი, ვითარდება ჰიპერკერატოზი.

ამ პრობლემის განვითარების მიზეზია კანის არასწორი მოვლა, სტრეს-ფაქტორები, ჰორმონული და ლიპიდური ცვლის დარღვევა,  ასაკობრივი ცვლილებები, მემკვიდრული განწყობა, კანის ზოგიერთი დაავადება, კლიმატური პირობები.

გამომშრალი კანის დასატენიანებლად აუცილებელია  სითხის აორთქლების შეზღუდვა და კანში სითხის შემაკავებელი ფაქტორების გააქტიურება (ცერამიდები, ჰიალურონის მჟავა, შარდოვანა).

გთავაზობთ კანის დატენიანების წინასწარ შემუშავებულ, კომპლექსურ პროგრამას, რომელიც შედგება რამდენიმე კოსმეტოლოგიური მეთოდისგან. მდგომარეობის გათვალისწინებით ვახდენთ მკურნალობის სქემის კორეგირებას.

კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge