თვალის უპეების შეშუპების და ჩაშავების პროფილაქტიკა და მკურნალობა

თვალის მიდამოს კანი განსაკუთრებით თხელი და ნაზია, ამასთანავე ამ უბანში განსაკუთრებით ინტენსიურია ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის ინტენსივობა. თვალის უპეების შეშუპების და ჩაშავების ძირითადი მიზეზიც ლიმფის და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევაა: შეშუპება ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ლიმფის მიმოქცევა, თვალის უპეების ჩაშავება კი ვენური  მიმოქცევის დარღვევისას აღინიშნება.

როგორ წესი, შეშუპება უფრო დილაობითაა ხოლმე შესამჩნევი და საღამომდე ქრება (საწყის სტადიაზე).

ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხება შესაძლებელია განვითარდეს მემკვიდრული განწყობის, ზედმეტი სითხის და მარილიანი საკვების მიღების, ნიკოტინის და ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარების, კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომის, ძილის დაღვევის, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტის, ჰორმონული ფონის ცვლილების, ალერგიის, სტრესის, გადაღლის დროს.

გარდამავალი შეშუპება ქვედა ქუთუთოს თიაქრის განვითარების წინა სტადიაა.

ჩვენს კლინიკაში ამ პრობლემების სრული მოგვარება შესაძლებელია კომპლექსური მიდგომით, სიმტომატიკიდან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს მკურნალობის რამდენიმე სქემა.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის ამ  სქემების კორეგირება ან ინდივიდუალური სქემის შემუშავება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge