კუპეროზის კორექცია

კუპეროზი - კანის სისხლძარღვოვანი დაავადებაა, გამოვლინდება ძირითადად სახის კანზე, აგრეთვე ქვემო კიდურებზე გამოხატული კაპილარული ქსელით. გაფართოებული სისხლძარღვების ფერი ვარირებს ღია ვარდისფერიდან მუქ, მოლურჯო-წითლამდე და წარმოადგენს არასასიამოვნო კოსმეტოლოგიურ დეფექტს.

ეს პრობლემა გვხვდება ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. მიზეზია კანის კაპილარების კედლების ელასტიურობის დარღვევის გამო ადგილობრივად სისხლის შეგუბება.

რისკ-ფაქტორებიდან მთავარია მემკვიდრული  განწყობა, ჰორმონული დარღვევები (განსაკუთრებით კლიმაქსის პერიოდი), ხშირი გარუჯვა, ცხელი წყლის და ორქლის (საუნა) არასწორი გამოყენება, არასწორი ცხოვრების წესი.

კლინიკა გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარებას კომპლექსური მიდგომით, რომელიც მედიკამენტოზური მკურნალობასთან ერთად მოიცავს მკურნალობის აპარატურულ და არააპარატურულ მეთოდებს ( ლაზეროთერაპია, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, კონტრასტული ტემპერატურით მოქმედება, ლიმფოდრენაჟი).

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება  მკურნალობის სქემის ინდივიდუალური შემუშავება.

მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge