კამედონები და მათი მოშორება

კანის ცხიმოვანი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონერება და/ან სადინარის დაცობა იწვევს ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და ფორების გადავსებას ცხიმით, დანეკროზებული უჯრედებითა და ჭუჭყით. 
ვიზუალურად კამედონები შავი ან მოყვითალო ფერის წერტილებია (ამიტომაც უწოდებენ მათ "შავ წერტილებს" ან "ფერიმჭამელებს"), ხშირად გვხვდება ნიკაპის, შუბლის, ცხვირის, ზურგის არეში ( იქ, სადაც უფრო მჭიდროდაა განლაგებული ცხიმოვანი ჯირჯკვლები). გვხვდება ღია, დახურული, აგრეთვე ზედაპირული და ღრმა ტიპის კამედონები.
კამედონები უხშირესად ჩნდება გარდატეხის ასაკში და მისი მიზეზია ჰორმონალური ფონის ცვლილება. 
ზრდასრულ ასაკში მიზეზები, გარდა ჰორმონალური ცვლის მოშლისა, ასევე შეიძლება იყოს: ზოგადი სტრესი, კუჭ-ნაწლავის არასწორი ფუნქციონირება, კანის არასწორი მოვლა, დაბალი ხარისხის ან შეუსაბამო კოსმეტოლოგიური საშუალებების ხშირი გამოყენება, ცუდი კვება ან კვების არასწორი რეჟიმი.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კლინიკა გთავაზობთ კვალიფიციურ მომსახურებას, რაც გულისხმობს პრობლემის არა სიმპტომურ, დროებით მოგვარებას, არამედ გამომწვევი მიზეზის დადგენასა და შესაბამისი  მკურნალობის ჩატარებას, რაც  რემისიების ალბათობას პრაქტიკულად გამორიცხავს.

მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირება ან ინდივიდუალური სქემის შემუშავება.

 

 

 

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge