ნაწიბურების (სტრიების, პოსტაკნე) მოშორება

ზოგადად, ცოცხალი ქსოვილის თვისებაა დაზიანების შემდეგ  რეგენერაციის (აღდგენა), შეხორცების უნარი. ამ დროს დაზიანებული უჯრედების აზალგაზრდა უჯრედებით ჩანაცვლება ხდება.  პროცესის ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე (ორგანიზმის ზოგადი სტატუსი, ქსოვილის ტიპი, მემკვიდრული განწყობა, გარემო ფაქტორები...) გამომდინარე აქედან, შეხორცების პროცესი შეიძლება  ერთ წლამდეც გაგრძელდეს.

ნაწიბური, როგორც იცით, შესაძლებელია განვითარდეს კანის მექანიკური დაზიანების შედეგად (ოპერაცია, სხვადასხვა სახის ტრავმა, აკნეს და სხვა სახის გამონაყრის შემდგომ, დამწვრობის, დახურული ტრავმის და   ა .შ.)

რიგ შემთხვევებში (მაგალითად, თუ შეხორცებით პროცესს თან ადგილობრივი ანთებითი პროცესიც დაერთო, ან ხდებოდა ჭრილობის პერმანენტული, მექანიკური გაღიზინება და ა.შ.)  რეგენერაციის პროცესი სასურველი შედეგით არ სრულდება და შეხორცების ადგილზე რჩება უხეში ნაწიბური.

კანზე არსებული ნაწიბურების რამდენიმე ტიპი არსებობს:

1.ნორმოტროფიული (ფიზიოლოგიური), რომელიც კანის ზედაპირიდან არ არის ამოწეული, იგი ნორმალური შეხორცებითი პროცესის შედეგია.

2.ჰიპერტროფული, რომელიც ამოწეულია კანის ზედაპირიდან.

3.ატროფული, რომელიც   ჯანმრთელი კანის ზედაპირამდე ვერ აღწევს. სწორედ ატროფიული ნაწიბურის სახეობაა ყველასათვის კარგად ნაცნობი სტრიები.

4.კელოიდური ნაწიბური, რომლის ჩამოყალიბებაც იწყება შეხორცებიდან 3-4 თვის შემდეგ.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ პრობლემის მოგვარების კომპლექსურ პროგრამას. ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად შემუშავებული გვაქვს მკურნალობის რამდენიმე ტიპის სტანდარტული სქემა.

    პროცედურების შემდეგ ნაწიბური გახდება უფრო ესთეტიური და შეუმჩნეველი.

    პროცედურებისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, მკვდარი ზღვის მინერალებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე (რომლებიც მიღებულია მშრალი გამოწურვის მეთოდით, რაც მიღებულ მასალას მაქსიმალურად უნაჩუნებს ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს) დამზადებულ კოსმეტიკურ მასალა.

    სერვისი
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
    მისამართი:
    1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge