ფოროვანი კანი

ფორები - კანზე არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების გაფართოებული დაბოლოებებია. ფოროვანი კანი ვიზუალურად  ზედმეტად ცხიმიანი, გასქელებული და მოდუნებულია, როც გამოც მოუვლელი კანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ტიპის კანი ძალზედ რთულია მოსავლელად და ადვილად ღიზიანდება.

ფოროვანი  კანის ცხიმოვანი ჯირკვლების თავისებურებაა: ჰიპერპლაზია - ცხიმოვანი ჯირკვლის უჯრედების რაოდენობის ჭარბი მატება, ჰიპერსეკრეცია - ჯირკვლის მიერ ჭარბი ცხიმის გამომუშავება, ჰიპერკერატოზი - ჯირკვლის  სადინრის დაბოლოების გაფართოვებისა და გარქოვანებისკენ მიდრეკილება.

ფოროვანი კანის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზებია ყაბზობა, ნერვული სისტემის ფუქციონირების დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ  პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენას და პროცედურების იმ კომპლექსს, რომელიც მორგებული იქნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად. მკურნალობის სქემა, სხვადასხვა კომბინაციით შესაძლებელია მოიცავდეს სხვადასხვა პროცედურებს(კომპლექსში ან ცალ-ცალკე). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

ფოროვანი კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge