პიგმენტური ლაქების მოშორება

კანის ფერი დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის გამომუშავებასა და მის ჩალაგების ინტენსივობაზე. მელანინი კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, ამონომჟავებისგან წარმოიქმნება.

მისი ჭარბი, ან პირიქით- ნაკლები ინტენსივობით გამომუშავება და მისი კანში შემდგომი ჩალაგების დარღვევა იწვევს დისქრომიას - პიგმენტაციის დარღვევას. ეს  უხშირესად მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა.

პიგმენტაციის დარღვევის განვითარებაში მნიშვნელოვანია მემკვიდრული განწყობა, ჰორმონული ფონი (ორსულობა, კლიმაქსი, თირკმელზედა კირკვლის პრობლემა). ულტრაიისფერი სხივების აგრესიული გამოყენება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის არასწორი ფუნქციონირება, კანის ანთებითი და ტრავმული დაზიანება, ბიოლოგიური ასაკი.

ჭარბად ჩალაგებული მელანინის ვიზუალური გამოვლინებაა: ჭორფლი, ქლოაზმა, მელაზმა, ლენტიგო, პოსტრავმული და პოსტოპერაციული ლაქები.

ჩვენს კლინიკაში, მიზეზის დადგენის პარალელურად, გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარების კომპლექსურ სქემას რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროცედურებს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ვახდენთ მკურნალობის სქემის კორეგირებას.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge