ANTI-AGE პროგრამა

როგორც მოგეხსენებათ, არასასურველი ასაკობრივი ცვლილებების განვითარება ორგანიზმში 25 წლის ასაკიდან იწყება და როგორც წესი, პირველი სიმტომური გამოვლინებები კანზე ჩნდება. უკვე 30-35 წლისათვის  კანში კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება 2-ჯერ მცირდება, ირღვევა  ნივთიერებათა და უჯრედშორისი სითხის ნორმალური ცვლის ბალანსი,  მიკროცირკულაცია,  ეცემა კუნთების ტონუსი და იცვლება მელანინის სინთეზის ინტენსივობა.

ამ პროცესების ინტენსივობას განსაზღვრავს გენეტიკურად განპირობებული ჰორმონული და ბიოქიმიური პროცესები,  თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების ზემოქმედებაც, მათ შორის:  ულტრაიისფერი სხივები,  ცხოვრების არასწორი წესი ( თამბაქო, ცუდი ძილი, არასწორი კვება, უმოძრაობა), სტრესი, ქრონიკული დაავადებები და ა.შ.

ზემოაღნიშნულის გამო ქვეითდება კანის ელასტიურობა, მისი ტენიანობა, იცვლება კანის სისქე, ფერი, ფოროვანება. შედეგად კანზე ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური  ლაქები, სხვადასხვა სახის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ქუთუთოს ქსანთომა, კანის პროლიფერაციული წარმონაქმნები (მეჭეჭი); პროგრესირდება კანის გრავიტაციული დაწევა და ვითარდება ფტოზი...

რა თქმა უნდა, თანამედროვე ტრადიციული, ასევე ეთტეთიური მედიცინა და კოსმეტოლოგია წარმატებით ებრძვის პრობლემას. შემუშავებულია სხვადასხვა სახის მეთოდოლოგია, პროგრამა, რომლებიც მოიცავს როგორც ოპერაციულ, ასევე არაოპერაციულ მეთოდებს.

მედიკალ გრუპი  გთავაზობთ კანის სტრუქტურის აღდგენას, გაახალგაზრდავებას და კანის გადაჭიმვას უოპერაციო, უმტკივნეულო მეთოდებისგან შემდგარი პროგრამებით. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სასურველ შედეგს არა მექანიკური ზემოქმედებით (როგორც მაგალითად, ქირურგიული პლასტიკის შემთხვევაში), ან ხანმოკლე, გარდამავალ ეფექტს, არამედ არაოპერაციულად, ბუნებრივი პროცესების პროვოცირებით კანში ხანგრძლივი რეგენერაციული პროცესების სტიმულირებას, რის გამოც შედეგი მყარია და ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელსაც გრძელდება ( შეედეგს განაპირობებს კანში კოლაგენისა და ელასტინის ნორმალური ცვლის არღგენა, უჯრედების რეგენერაციის გააქტიურება, კუნთების ტონუსის მოწესრიგება, დატენიანება). კანი იბრუნებს ბუნებრივ იერსა და ელატიურობას, ხდება ლაქების და სხვა ასაკობრივი წარმონაქმნების მოცილება და რაც  მთავარია, კანზე არ რჩება მექანიკური ზემოქმედების ნიშნები.

აღნიშნული შედეგის მისაღწევად ჩვენს არსენალშია როგორც აპარატურული, ისე არააპარატურული კოსმეტოლოგიური მეთოდების კომპლექსი.

აპარატურულ პროცედურებს შორისაა : ვაკუუმ-ლიმფოდრენაჟი, დარსონვალიზაცია, ულტრაბგერითი სკრაბერი და გალვანოთერაპია, ელექტროკოაგულაცია, რადიოლიფტინგი, ფონოფორეზი, მიკროდერმაბრაზია, უნემსო მეზოთერაპია და უნემსო პლაზმოლიფტინგი.

არააპარატურული მეთოდებიდან აღსანიშნავია:  სახადასხვა სახის ნიღბები, კლასიკური პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ბოტოქსი და კონტურული პლასტიკა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად, კლინიკაში შემუშავებულია სტანდარტული სქემები, თუმცა საჭიროებისამებრ, შესაძლებელია ინდივიდუალური, კონკრეტულად პაციენტზე მორგებული კომპლექსის შემუშავებაც.

    პროცედურებისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, მკვდარი ზღვის მინერალებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე (რომლებიც მიღებულია მშრალი გამოწურვის მეთოდით, რაც მიღებულ მასალას მაქსიმალურად უნაჩუნებს ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს) დამზადებულ კოსმეტიკურ მასალას.

    სერვისი
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
    მისამართი:
    1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge