ვენური უკმარისობის მკურნალობა

პრობლემა ვითარდება ქვემო კიდურების ღრმა ვენებში სარქველების უკმარისობის გამო. სარქველების ფუქციაა  ვენური სისხლის სიმძიმის ძალის ზემოქმედებით უკუდინების შეჩერება. მისი უკმარისობისას (სარქველები ვერ ახდენენ ვენებში სადინრის ცალმხრივ, სრულ დახშობას) ხდება სისხლის უკუდინება (სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად ქვემოთ) და მისი შეგუბება, უპირატესად ქვემო კიდურებში. პრობლემა მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს და ვლინდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, ძირითადად 30 წლის ზემოთ.

მისი გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია: ჰიპოდინამია, ჯდომითი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, ჰორმონული დისბალანსი, სხვადასხვა ანთებითი დაავადებები ქვემო კიდურებში, ხშირი ტრავმები.

საწყის სტადიაში აღინიშნება ტკივილის და წვის შეგრძნება წვივის არეში, საღამოობით ქვემო კიდურების შეშუპება, რომელიც დილაობით ალაგდება ხოლმე. შემდგომ, დროთა განმავლობაში გამოვლიდება: წვივის არეში ღამის კრუნჩხვები, რასაც შემდგომში წვივის ქვემო მესამედში კანის ფერის ცვლილება, ზედაპირულად ვარიკოზული ვენების გამოჩენა, ტროფიული წყლულების ჩამოყალიბება, ეგზემის და დერმატიტის განვითარება ემატება.

სასურველია დაავადების მკურნალობა დასაწყისშივე , რადგან ამ ეტაპზე შედარებით ადვილია პროცესის მართვა და მისი შეჩერება. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ დაავადების კომპლექსურ, როგორც მედიკამენტოზურ (საჭიროების შემთხვევაში), ასევე აპარატურულ მკურნალობას.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემისა და აპარატურული მეთოდების კორეგირება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge