ლიმფური მიმოქცევის უკმარისობა-ლიმფოსტაზი ზემო და ქვემო კიდურებში

ზოგადად, ლიმფა ახორციელებს ორგანიზმში სითხის სწორ გადანაწილებას, ასრულებს დრენაჟულ ფუნქციას სისხლსა და ქსოვილებს შორის და არეგულირებს  ორგანიზმში მეტაბოლურ თანაფარდობას, გამოაქვს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხე და მაღალმოლეკულური ნივთიერებები - ცილები და ემულგირებული ცხიმები, მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში.

ლიმფის მიმოქცევის დარღვევისას შესაძლებელია როგორც  ლიმფური კაპილარების, ასევე მსხვილი სადინარების ფუნქციის შეზღუდვა. დასაწყისში ორგანიზმი, საპასუხო რეაქციის სახით, იწყებს  აქტიურად ახალი, სარეზერვო კაპილარების გახსნას და მათი რესურსის გამოყენებას, თუმცა პრობლემის გახანგრძლივაბისას, ვითარდება დეკომპენსაცია.

მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანია სადინარების ტრავმული და პოსტოპერაციული დაზიანება (მაგალითად, ზემო კიდურის ლიმფოსტაზი სარძევე ჯირკვლებზე ოპერაციის გამო); სიმსივნის გამო სადინარის მექანიკური დაცობა, მორეციდივე წითელი ქარი  (ქვემო კიდურების ლიმფოსტაზი), ჭარბი წონა, ჰიპოდინამია, შეუსაბამო ზომის ფეხსაცმლის ტარება, არასწორი ცხოვრების წესი.

დასაწყისში უკმარისობა კლინიკურად ვლინდება შეშუპებით კიდურების დისტალურ ნაწილში, რომელიც პალპაციით (თითით შეხებით) რბილი და უმტკივნეულოა, ქრება ან მცირდება დასვენების შემდეგ და კანზე ტოვებს სხვადასხვა ზომის ნაოჭებს (თუმცა ამ უკანასკნელის არსებობა აუცილებელი არაა). დროთა განმავლობაში, პროცესი გენერირებს და შეშუპება მოიცავს კიდურის პროქსიმალურ ნაწილსაც, შეშუპება უკვე მუდმივი და მკვრივია, კიდური თანდათან დეფორმირდება, მსხვილდება (სპილოვანება), ჩნდება კანის ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერკერატოზი, საბოლოოდ,ვითარდება კი წყლულები და ნახეთქები, რასაც მოყვება ინფექციური და სხვა სახის გართულებები.

შეუქცევადი ცვლილებების ჩამოყალიბებამდე, შესაძლებელია პრობლემის შედარებით ადვილად მართვა და შეჩერება ბუნებრივი გზებით, ორგანიზმის სარეზერვო ძალების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე. ამისათვის  ჩვენი კლინიკა გთავაზობთ კომპლექსურ პროგრამას.

მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge