ცელულიტი და მასთან ბრძოლა

ცელულიტი, იგივე ლიპოდისტროფია, არის ცხიმოვანი ნაერთების ჭარბი რაოდენობით ჩალაგება ჰიპოდერმის (კანის ფენა) ცხიმოვან უჯრედებში. ჭარბი ცხიმის მასის ზეწოლა კონკტერულ უბანსა და სისხლძარღვებზე იწვევს  ცხიმების, სითხის და ტოქსინების ლოკალურ აკუმულაციას, ამასთან ერთად ზიანდება გარშემო მყოფი ფიბრობლასტები და მკვეთრად აქტიურდება ამ უბნებში ფიბროზული ქსოვილის სინთეზი, შედეგად ვითარდება ცელულიტი (ფორთოხლის კანის სინდრომი).

მთავარი მიზეზი არასწორი ცხოვრების წესია - უმოძრაობა, არასწორი კვება, შემოჭერილი ტანისამოსი და ა.შ. რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მემკვიდრული განწყობა, ჰორმონების ცვლის დისბალანსი.

გვხვდება ძირითადად ქალბატონებში, კვლევებმა ცხადყო, რომ ამ პრობლემისკენ მათი 85-90%-ია მიდრეკილი.

დაავადებას  განვითარების 4  სტადია აქვს და არსებობს მისი სამი ფორმა: შეშუპებითი, ცხიმოვანი,  და ფიბროზული.

განვითარების სხვადასხვა სტადიისა და ფორმის მიხედვით პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგიაც განსხვავებულია.

ჩვენ გთავაზობთ მრავალპროფილიან ანტიცეცულიტურ პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც აპარატურული (კავიტაციას, RF ლიფტინგს, გარდამავალ პნევმომასაჟს (პრესოთერაპიას), ლიმფოდრენაჟს, ვაკუუმთერაპიას, ელექტროთერაპიას, ვიბრომასაჟს, იონო-  და ფონოფორეზს სპეციალური პრეპარატებით), ასევე არააპატურული მეთოდების კომბინაციას ( უნემსო და ნემსით მეზოთერაპიას,  მიკროდერმაბრაზიას, პლაზმოლიფტინგს).

დაავადების განვითარების მიხედვით კლინიკაში შემუშავებული გვაქვს მკურნალობის სტანდარტული სქემები და გამომდინარე სტადიიდან ვირჩევთ მათგან ერთ-ერთს.

შესაძლებელია სქემის კორექცია ან ინდივიდუალური სქემის შემუშავება პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge