ხელის მტევნის მოვლა

როგოც წესი, ხელის მტევნები ყველაზე ხშირად გასცემს ხოლმე ჩვენს ასაკს, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ნაოჭებიანი და გამოაშრალი ხელის მტევნები ახალგაზრდებშიც ხშირია.

მიზეზი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა: ჰორმონული დარღვევები, ვიტამინების და მიკროელემენტების დისბალანსი, ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური გამოყენება, წყლისა და არასასურველი კლიმატური პირობების (ცივი და ცხელი ქარი) პერმანენტული ზემოქმედება, ხელების ცუდი გამშრალება და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ხელის მტევნის კანში ნაკლები  რაოდენობითაა  ცხიმოვანი ჯირკვლები, სხვადახსვა ფაქტორების  ადვილად ხდება  კანის ზედაპირიდან  ცხიმოვანი ბარიერის ჩამორეცხვა, რაც განაპირობებს კანის გამოშრობას. პარალელურად, კანში მცირდება ელასტინის და კოლაგენის შემცველობა, კანქვეშა ცხიმის განლევის გამო მკვეთრად ჩნდება გადავსებული ვენები, მცირდება მათი ელასტიურობა.  შედეგი  ხელის მტევნებზე გამომშრალი,  მუდუნებული, ან პირიქით ზედმეტად გადაჭიმული, აქერცლილი კანია; ჩნდება ლაქები, კერატოზი, მკვეთრად გამოხატული ვენური ქსელი.

სახის კანისგან განსხვავებით, ხელის მტევნების კანზე ქირურგიული ჩარევა არ იძლევა შედეგს, ამიტომ ძალზედ აქტუალურია ხელის მტევნის მოვლა და პრობლემის კუპირება არაოპერაციული მეთოდებით .

ჩვენს ცენტრში გთავაზობთ კომპლექსურ პროგრამის რამდენიმე ვარიანტს.

    მდგომარეობის გათვალისწინებით ვახდენთ მკურნალობის სქემის კორეგირებას ან ინდივიდუალური სქემის შემუშავებას.

    სერვისი
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
    მისამართი:
    1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge