ჭარბი წონის პრობლემა

ზოგადად, სიმსუქნე ვითარდება საკვებით მიღებული და გახარჯული კალორიების თანაფარდობის დარღვევისას (თუ არ აღინიშნება მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, ან თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა). ამ თანაფარდობის დარღვევის მიზეზი სხვადასხვაა (როგორც ორგანული, ისე არაორგანული), თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი და ხშირია ჰორმონების ზეგავლენის ნომრალური ინტენსივობის დარღვევა შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრზე (რომელიც მოგრძო ტვინშია განლაგებული).

განვიხილოთ რამოდენიმე ჰორმონის ზეგავლენა ამ პროცესებზე. 
პირველ რიგში, აღსანიშნავია ჰორმონი ლეპტინი. მას ასევე, ხატოვნად, „სიმაძღრის“ ჰორმონსაც უწოდებენ. გამომუშავდება ცხიმავან უჯრედებში და ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური სტატუსის შემთხვევაში უგზავნის ტვინის უჯრედებს სიგნალს ცხიმოვანი უჯრედებში მარაგების საკმარისად დაგროვების შესახებ. როდესაც მისი კონცენტრაცია ეცემა, ორანიზმი განიცდის მძაფრი შიმშილის შეგრძნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ესაჭიროება ცხიმოვანი მარაგების შევსება. 
მისი კონცენტრაცია შესაძლებელია შემცირდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის აღსანიშნავი და ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ქრონიკული უძილობა, დეპრესია, გადაღლა...
თუმცა გარკვეულ მდგომარეობაში ტვინს უვითარდება რეზისტენტობა ამ ჰორმონის მიმართ, ანუ, სისხლში მისი კონცენტრაცია შეიძლება ნორმალური იყოს, მაგრამ ტვინის უჯრედები ვეღარ რეაგირებდნენ შესაბამისად მის იმპულსებზე (ასეთი მდგომარეობა ვიტარდება უძილობის, დეპრესიის, გადატვირთვა-გადაღლის დროს, როდესაც თავის ტვინი დამცავ მექანიზმს „რთავს“ და გარკვეული გამღიზიანებლების მიმართ რეზისტენტული ხდება).
ლეპტინთან ერთად წონის და მადის რეგულაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეროტონინის და ენდორფინების კონცენტრაციას ორგანიზმში, მათ „ბედნიერების ჰორმონებსაც“ უწოდებენ. აღნიშნული ჰორმონების კონცენტრაციის მატება ორგანიზმში იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას. აღსანიშნავია, რომ სეროტონინი უფრო სწრაფად გადასცემს თავის ტვინს სიგნალს სიმაძღრის შესახებ, ვიდრე კუჭი გადაივსება ხოლმე საკვებით.
სეროტონინისა და ენდორფინების დეფიციტი ვითარდება ქრონიკული სტრესული სიტუაციისას, ქრონიკული გადაღლის სინდრომის დროს, ხშირი ან გადატანილი ავადმყოფობის დროს. მათი დეფიციტი განაპირობებს დეპრესიულ შეგრძნებას, სრულ დისკომფორტს. ამ დროს ორგანიზმი ცდილობს მეტი საკვების მიღებას, რადგან გახარჯული ჰორმონების რაოდენობა აინაზღაუროს და დააკომპენსიროს, თუმცა ამ გზით დეფიციტის შევსება მოითხოვს ბევრად მეტი საკვების მიღებას (რაც გახარჯული კალორიების პროპორციული აღარაა) და ასეთი გზით გამომუშავებული ჰორმონიც არამდგრადია.

დღეს აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის არაერთი მეთოდია ცნობილი(სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ფიზკულტურა, სხვადასხვა სახის დიეტა, მედიკამენტოზური მკურნალობა და ა.შ)

გთვაზობთ პრობლემის კომპლექსური მიდგომით  მოგვარებას, რაც გულისხმობს როგორც დიაგნოსტიკას (ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, საჭირო გამოკვლევებს, ენდორფინების და სეროტონინის დონის შემოწმებას), ასევე შესაბამისი, ინდივიდუალული მკურნალობის სქემის შემუშავებას (ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაციის, ღრმა გაწმენდის კურსის ჩატარებას, ხელით და აპარატულ მასაჟს, სწორი კვების რეჟიმის შემუშავებას).

კლინიკაში პაციენტის მდგიმარეობიდან გამოდინარე ხდება მკურნალობის ინდივიდუალური სქემის შემუშავება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge