Nd:yag ლაზერით

 

კაპილარების ქსელი ( კუპეროზი) და წვრილი ვენების გაგანიერება  სხეულის ცალკეულ უბნებზე სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია - ამ დროს სისხლძარღვის  სანათური ფართოვდება და კედელი სქელდება, შედეგად  კაპილარი/წვრილი ვენა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება. ამ ტიპის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა ძალზედ შენელებულია და ფუნქცია თითქმის დაკარგული აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდა კაპილარის კედლის დაზიანება, მისი მთლიანობის დარღვევა და სისხლის ჩაქცევა ქსოვილებში, ვითარდება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავი.

პრობლემა უფრო ხშირად ლოკალიზებულია  ცხვირისა და ლოყების, ყვრიმალების, ქვემო კიდურების და გულ-მკერდის ზონებზე.

გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

არასწორი გარუჯვა, ჰორმონული დარღვევები, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ან უმოძრაობა, ოსტეოქონდროზი, საშარდე  და ჰეპატობილიარული სისტემების პათოლოგია, კანის ტურგორის ცვლილება, დემოდეკოზი.

ამ პრობლემის მოგვარება დღეს ძალზედ იოლადაა შესაძლებელი ახალი თაობის გრძელტალღოვანი Nd:yag ლაზერით ( მწარმოებელი cynosure USA).

ლაზერის ტალღა შთაინთმება ჰემოგლობინით და ოქსიჰემოგლობინით, კაპილარის სანათურშივე ხდება ენერგიის გარდაქმნა სითბურ ენერგიად და შიგნიდან ხდება სისხლძარღვის კედლის შეწებება. ამიტომაც ეს მეთოდი დღეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად ითვლება.

შედეგი დგება მომენტალურად, უხშირესად კაპილარი მაშინვე ქრება, იშვიათად კი იცვლის ფერს და ქრება 2-3 კვირის განმავლობაში.

პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კაპილარების/ვენების კოლატერალების(განშტოებების) რაოდენობაზე, ფორმაზე, მდებარეობაზე. კურსი 1-3 სეანსისგან შედგება 1 თვის ინტერვალით (ერთზე მეტი სეანსის შემთხვევაში).

 

ჩვენებები:

კაპილარული ბადე ( კაპილარის დიამეტრი 0.1მმ და მეტი) სახეზე, გულმკერდზე, კიდურებზე.

ტელეანგიექტაზია, ჰემანიომა - ღვინის ლაქები.

 

უკუჩვენებები:

3 კვირის რუჯი

გარკვეული მედიკამენტების მიღება( მაგ. : ტეტრაციკლინი)

ორსულობა და ლაქტაცია

მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურებისკენ

დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი

მწვავე ანთბითი დაავადებები

ონკოლოგიური დაავადებები

ეპილეფსია

 

გთხოვთ გაითვალიწსინოთ, რომ პროცედურის შემდეგ:

შესაძლებელია გარდამავალი სიწითლე ( 1-3 დღე) და კანის შეშუპება,

უნდა იხმაროთ მზისგან დამცავი  4 კვირის განმავლობაში,

არ შეიძლება ცხელი შხაპის მიღება 3-5 დღე.

მომენტალურად უბრუნდებით ჩვეულ რითმს.

არ საჭიროებს პროცედურის შემდგომ სპეციალურ დამწოლ ნახვევს.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge