ულტრაბგერითი თერაპია

ესაა ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით ზემოქმედება ორგანიზმის გარკვეულ უბანზე.

მეთოდის საშუალებით აქტიურდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან, უჯრედების რეგენერაციის პროცესი (ახალგაზრდა უჯრედების სინთეზი), მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენა. აღადგენს კანის ელასტიურობას, ხდება კანის გაახალგაზრდავება, სტერილიზაცია, ახდენს კანის და კანქვეშა კუნთების მიკრომასაჟს; აქრობს ანთებით პროცესს, ტკივილის შეგრძნებას, ამცირებს შეშუპებებს.

მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია  კანის ღრმა გაწმენდა, როგორც ნორმალური და ცახიმიანი, ასევე მშრალი ტიპის  კანზე, მცირდება კამედონების რაოდენობა ( თეთრი და შავი), სუფთავდება და ვიწროვდება ფორები.

ულტრაბგერითი თერაპია კოსმეტოლოგიასა და ესტეთიურ მედიცინაში გამოიყენება:

-კანის რელიეფის გასასწორებლად,

-კანის სტრუქტურის აღსადგენად, -

-კანის გასაწმენდად,

-სახის ოვალის გასასწორებლად,

-ნაწიბურების ასალაგებლად.

ტრადიციულ მედიცინაში ეფექტურია სახსრების, ძვლების და ხერხემლის პათოლოგიის დროს; აგრეთვე პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემების სამკურნალოდ, კანის სხვადახსვა სახის დაავადებებისას.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს წინასწარ მომსამზადებელ პერიოდს და ცხოვრების წესის შეცვლას.

სეანსის ხანგრძლივობა 15-25 წუთია, სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია საწყოს მდგომარეობაზე.

უკუჩვენება: სიმსივნური დაავადებები, მწვავე ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადება, სისხლის სხვადასხვა ნოზოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

გამოიყენება სახესა და მთელ სხეულზე.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge