ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდია. იგი წარმოადგენს ინექციურ მეთოდს, რომლის დროსაც კანქვეშ ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შეყვანა. ძირითადად, ბიორევიტალიზაციისთვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავას (რომელსაც ბუნებრივადაც შეიცავს კანი) შემცველი პრეპარატები.
მისი საშუალებით შესაძლებელია კანის სტრუქტურის აღდგენა, იგი ხდება გლუვი, ელასტიური. პარალელურად, ხორციელდება ფიბრობლასტების ფუნქციონირების ბუნებრივი სტიმულირება( ძლიერდება კოლაგენისა და ელასტინის სითეზი, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობისა და სიმკრივის აღდგენას).

მეთოდი აუმჯობესებს კანის ფერს, მის რელიეფს, ალაგებს ნაოჭებს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციის ინტენსივობას. შესაძლებელია მისი გამოყენება ნაწიბურებისა და სტრიების ასალაგებლად.

ბიორევიტალიზაცია ნაჩვენებია შემდეგი ნოზოლოგიების დროს:

-მოდულებული და გამომშრალი კანი,
-კანის ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება,
-კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით.
-სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი,
-პიგმენტაცია.

პროცედურა უმტკივნეულოა, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და სწრაფი ეფექტი, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ მეთოდის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგი ნოზოლოგიების დროს:
-ანთებითი პროცესების არსებობა იმ მონაკვეთზე, სადაც სასურველია პროცედურის ჩატარება,
- მძიმე ქრონიკული დაავადებები,
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი,
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა,
-ავტოიმუნური დაავადებები,
-ანტიკოაგულანტების მიღება,
- კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნის მიმართ მიდრეკილება,
-მწვავე ჰერპესული ინფექცია.
სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი: 11:00 - 19:00 კვირა : 11:00 - 17:00
მისამართი:
ვაჟა-ფშაველას 78ა(ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 ან 214 52 26 მობ.: (+995) 593 32 01 69 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge