RF-ლიფტინგი

RF ლიფტინგი- ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკრუნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.

პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმომქმედი ეფექტით.

კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური( ოპერაციული გადაჭიმვის შედეგად კანი პირიქით, თხელდება).

ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), ასწორებს „ფორთოხლის“ და მოდუნებულ კანს ( სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულოები); ამცირებს/ალაგებს სტრიებს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ასწორებს გრავიტაციულ ფტოზს და  ლიპოსაქციის შემდგომ დეფექტებს;

ეს მეთოდიკა მნიშვნელოვანია ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში.

RF-ლიფტინგის ჩვენებებია: მოშვებული, დაბერებული, გამომშრალი კანი. სტრიები, ნაოჭები, ცელულიტი.

უკუნაჩვენებია:

-ელექტროსტიმულატორის და მეტალის იმპლანტის არსებობა ზემოქმედების არეში.

-სიმსივნე,

-მწვავე ინფექციური და ანთბითი დაავადებები,

-ორსულობა, ლაქტაცია, მენსტრუალური ციკლი,

-სისტემური დეგენერაციული დაავადებები,

-არაა მიზანშეწონილი მისი ჩატარება როზაცეის დროს.

 

პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთია, პროცედურების რაოდენობა საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურია, პროცედურებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა.

მისი ჩატარება არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ანესთეზიას.

ჩვენს კლინიკაში დანერგილია როგორც მონოპოლარული, ასევე ბი-და ტრიპოლარული თერმოლიფტინგი, რაც საშუალებას იძლევა მოვიცვათ საჭიროებისამებრ, კანის ფენები სხვადასხვა სიღრმეზე და საგრძნობლად გავზარდოთ მეთოდის ეფექტურობის ხარისხი.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge