პლაზმოლიფტინგი

პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ, ანუ  სასურველი ეფექტის მიღწევა ( კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება) ხდება საკუთარი  ფერმენტების ხარჯზე.

კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავების, ტროფიკის და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, ადგილობრივად რეზისტენტობის და იმუნიტეტის ზრდა. შედეგად ვღებულობთ ელასტიურ, ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, გაახალგაზრდავებულ კანს. მცირდება ან სრულიად ქრება ნაოჭების რაოდენობა.

აკნეს ( გამონაყრების) შემთხვევაში პლაზმის შეყვანა ხდება გამონაყრის ადგილებში, რის შემდეგაც გამონაყარი ლაგდება სწრაფად და უკვალოდ (არ რჩება ლაქები).

ღრმა ნაოჭების შემთხვევაში პლაზმის გამოყენება შესაძლებელია ფილერის სახით ( შემავსებელი ჟელეს) ნაოჭების ამოსავსებად.

თმის ცვენის შემთხვევაში პროცედურა ააქტიურებს თმის ძირების კვებას, შედეგად მცირდება თმის ცვენის ინტენსივობა და იმატებს ახალი ღერების ამოსვლის ინტენსივობა.

მისი გამოყენება მიზანშეწონილია ასევე კანის უსიამოვნო ფერის, დაღლილი კანის ( განსაკუთრებით მწეველებში), მოდუნებული კანის, ნაწიბურების, ფოტოდაბერების ( ლაქები და გამომშრალი კანი), შემთხვევაში. პლაზმოლიფტინგი ეფექტურია ნაოჭებთან საბრძოლველად, რაც მთავარია აქვს ხანგრძლივმომქმედი კანის ლიფტინგის ეფექტი (1.5-2 წელი).

პლაზმოლიფგინგი შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე.

მისი უპირატესობებია:

- აბსოლუტურად უსაფრთხოა, გამორიცხულია ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ მხოლოდ საკუთრი პალაზმის შეყვანა ხდება.

- ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, რადგან ორგანიზმი ყველაზე აქტიურად რეაგირებს საკუთარ პლაზმაზე.

- არ ახდენს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში.

პროცედურა ტარდება მეზოთერაპიის მსგავსად ატრავმული მიკროინექციებით, ადგილობრივი გაუტკივარებით. არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

უკუჩვენებებია: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, მწვავე, ცხელებით მიმდინარე  დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge