უნემსო პლაზმოლიფტინგი

გთავაზობთ უახლეს, უნემსო პლაზმოლიფტინგის მეთოდს. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: აპარატული მიკროდერმაბრაზიის შემდგომ, რომელიც გულისხმობს კანიდან მისი ზედა ფენის მოცილებას და (კანის დანეკროზებული და დაბინძურებული უჯრედებიც მოცილება) გასუფთავებულ კანზე მომნტალურად საკუთარი პლაზმის დაფენასა და მის ღრმად შეყვანას უნემსო მეზოთერაპიის საშუალებით.

პროცედურა აპრობირებული, საოცრად ეფექტურია და იძლევა მომენტალურ შედეგს, კურსის ჩატარების შემდგომ დგება მყარი ეფექტი 1.5-2 წლამდე ხანგრძლივობით.

უნემსო პლაზმოლიფტინგი ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს,   კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს; აღადგენს კანის ელასტიურობას; აქრობს ან ამცირებს ნაოჭებს, ნაწიბურებს, პიგმენტურ ლაქებს, ალაგებს აკნეს აქტიურ ელემენტებს, ასწორებს კანის რელიეფს; კანს უბრუნდება ჯანსაღი, ახალგაზრდული იერი.

მიზანშეწონილია მოდუნებული, დაღლილი, უსიამოვნო ფერის, წვრილი ნაოჭების ბადის, პრობლემური (აკნე, როზაცეა)  და ფორებიანი კანისათვის; ჰიპერტროფიული და ატროფიული ნაწიბურების, პიგმენტური ლაქების არსებობისას, პოსტაკნეს შემთხვევაში, კანის დაბერების პროფილაქტიკის მიზნით თამბაქოს მომხმარებლებში.

პროცედურა სახეზე გრძელდება საათნახევრის განმავლობაში და იძლევა მომენტალურ ეფექტს.

პროცედურა არ საჭიოებს გაუტკივარებას და ხანგრძლივ აღდგენით პერიოდს; პროცედურის შემდგომ არ აღინიშნება ტრავმული დაზიანებები.

ტარდება სახის, კისრის, გულ-მკერდის არეში, ხელის მტევნებსა და სხეულის ნებისმიერ სხვა მონაკვეთზე.

უკუჩვენებებია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, მწვავე ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge