ულტრაფონოფორეზი

პროცედურის მსვლელობისას ხორციელდება ულტრამაღალი სიხშირის ბგერების დახმარებით სამკურნალო ან კოსმეტიკური პრეპარატების შეყვანა კონკრეტულ ადგილზე. მექანიკური რხევის შედეგად კანში ღრმად შესული ნივთიერება და ქმნის სამკურნალო ან  კოსმეტიკური მასის დეპოს, საიდანაც  პროლონგირებულად, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნივთრერებების შეწოვა უფრო ღრმა ქსოვილებში ხდება.

ესთეტიურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ულპტაფონოფორეზი აქტიურად გამოიყენება:

-ცელულიტის კომპლექსურ თერაპიაში,

-ცხიმოვანი ცვლის დარღვევის დროს,

-სტრიების მოსაშორებლად,

-გაახალგაზრდავებისთვის,

-სახის ტენიანობის ასამაღლებლად,

-კანის ლიფტინგისათვის და მისი რელიეფის გასასწორებლად (გაუთოების ეფექტი),

-კანის სტრუქტურის სრულყოფისთვის,

-სახის ოვალის მოდელირების ხელშეწყობისათვის,

ულტრაფონოფორეზი ერთ-ერთ საუკეთესო პროცედურადაა მიჩნეული მშრალი ტიპის კანის პრობლემებთან ბრძოლის დროს.

მედიცინაში გამოიყენება სხავდახვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს:

-სახსრებისა და ძვლების პრობლემების,

-ხერხემლის პათოლოგიის დროს;

- პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად,

-კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

უკუნაჩვენებია სიმსივნური, ჩირქოვანი, სისტემური დაავადებების, ინფექციურ-ვირუსული დაავადებების არსებობისას.

მისი გამოყენება შესაძლებელია სახესა და მთელ სხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge