ინექციური მეზოთერაპია

მეზოთერაპია მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება სამკურნალო და ესთეტიურ მედიცინაში. როგორც მეთოდის ავტორი, მიშელ პისტორი განმარტავს (მან პროცედურა 1952 წელს დანერგა), ეს არის პროცედურა რომელიც ლაკონურად შესაძლებელია დაახასიათო სამი მაჩვენებლით : იშვიათად, მცირე დოზებით და საჭირო ადგილზე... ამ შემთხვევაში, იშვიათი ნიშნავს პროცედურის  ჩატარების შესაძლებლობას საშუალებას დროის ხანგრძლივი ინტერვალებით, მცირედ - პრეპარატის შეყვანას მიკროდოზებით და რა თქმა უნდა, საჭირო ადგილას  პრეპარატის დეპოს შექმნის მიზნით, რაც ქმნის მეთოდის გახანგრძლივებულ ეფექტს.

პრეპარატი შეყვანა ხდება კანის სხვადასხვა ფენაში ან კანქვეშ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე.

ჩატარებული პროცედურის შედეგი და მისი შემგომი ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ხარისხზე და რა თქმა უნდა, სპეციალისტის პროფესიონალიზმზე.

ჩვენი კლინიკის  არსენალშია როგორც ტრადიციული ფარმაკოლოგიური ( ალოპათიური) მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების მიერ მოწოდებული პრეპარატები ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემენტების შემცველობით,   ასევე ფიტოთერაპიული, ქიმიოთერაპიული და ცხოველური წარმოშობის პრეპარატები, მზა კოქტეილები და  ჰომეოპათიური საშუალებები.

მეზოთერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია კუპეროზის ( კანზე გამოხატული კაპილარული ქსელი), ცხიმიანი და ფოროვანი კანის, პიგმენტური ლაქების, კანის ასაკობრივი ცვლილებების - გრავიტაციული ფტოზი, ნაოჭები, მოდუნებული და გამომშრალი კანი, ნაწიბურების, აკნეს და პოსტაკნეს, სტრიების, ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის, თმის ცვენის ( მიზეზის მიხედვით), პილინგის შემდგომი პერიოდის, მეორე ნიკაბის (ღაბაბის), დაღლილი თვალის სინდრომის დროს.

.

კოქტეილის შეყვანისთანავე, შესაბამის უბანში, იწყება უჯრედების და კანის კვების, კანში მიკროცირკულაციის აღდგენა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება ლიმფის მიმოქცევა, მცირდება შეშუპება, ქსოვილში მატულობს ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის გამომუშავება, ხდება კანის მექანიკური სტიმულაცია, ასევე, ცელულიტის დროს ხდება პრეპარატის ზემოქმედებით ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. შედეგად ხდება კანის ფერის გაუმჯობესება, იგი ხდება გლუვი, მკვრივი და ელასტიური, სახეზეა ლაქების გაქრობა, სახის ოვალის აღდგენა, ცელულიტის ალაგება, თმის ცვენის შეჩერება, ნაწიბურების და ნაოჭების, აკნეს და როზაცეას ალაგება, სტრიების შემცირება/ალაგება.

პრეპარატი შეირჩევა ინდივიდუალურად,ასევე პაციენტის სურვილის მიხედვით. პროცედურა ტარდება მიკროინექციებით; პაციენტის სურვილით შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზია.

პროცედურა უკუნაჩვენებია: ორსულობის, მწვავე ცხელებითი დაავადებების, ჰემოფილიის, ნეფროპათიის, პრეპარატების კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს.

პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, არ აქვს ასაკობრივი ცენზი.

შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე, სახსრების მიდამოში.

პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია საწყის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge