უნემსო მეზოთერაპია

მეზოთერაპიის ეფექტურობა არავისში ეჭვს არ იწვევს, თუმცა ხშირად პაციენტების ნაწილი, პროცედურის ტრამვულობის გამო, მასზე უარს ამბობს. ბოლო წლებში შემუშავდა ახალი მეთოდი, რომელიც სპეციალური აპარატის მეშვეობით შესაძლებებლს ხდის მეზოთერაპიის ჩატარებას ინექციების გარეშე. ამ დროს პრეპარატი კანის გარკვეულ ზედაპირზე შეგვყავს თანაბრად, ჩხვლეტის გარეშე.

ჩატარებული პროცედურის შედეგი და მისი შემგომი ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ხარისხზე და რა თქმა უნდა, სპეციალისტის პროფესიონალიზმზე.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატები ან/და ფარმაკოლოგიურ (ალოპათიურ)  მედიკამენტები.

პროცედურის ჩვენებები და საბოლოო შედეგიც აბსოლუტურად იდენტურია, რაც ინექციური მეზოთერაპიიის დროს: ანუ მიზანშეწონილია კუპეროზის ( კანზე გამოხატული კაპილარული ქსელი), ცხიმიანი და ფოროვანი კანის, პიგმენტური ლაქების, კანის ასაკობრივი ცვლილებების - გრავიტაციული ფტოზი, ნაოჭები, მოდუნებული და გამომშრალი კანი, ნაწიბურების, აკნეს და პოსტაკნეს, სტრიების, ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის, თმის ცვენის ( მიზეზის მიხედვით), პილინგის შემდგომი პერიოდის, მეორე ნიკაბის (ღაბაბის), დაღლილი თვალის სინდრომის დროს.

პროცდურის დაწყებისას, კოქტეილის შეყვანისთანავე, შესაბამის უბანში, იწყება უჯრედების და კანის კვების, კანში მიკროცირკულაციის აღდგენა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება ლიმფის მიმოქცევა, მცირდება შეშუპება, ქსოვილში მატულობს ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის გამომუშავება, ხდება კანის მექანიკური სტიმულაცია. ასევე, ცელულიტის დროს პრეპარატის ზემოქმედებით ხდება  ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. შედეგად ხდება კანის ფერის გაუმჯობესება, იგი ხდება გლუვი, მკვრივი და ელასტიური, სახეზეა ლაქების გაქრობა, სახის ოვალის აღდგენა, ცელულიტის ალაგება, თმის ცვენის შეჩერება, ნაწიბურების და ნაოჭების, აკნეს და როზაცეას ალაგება, სტრიების შემცირება/ალაგება.

პრეპარატი შეირჩევა ინდივიდუალურად,ასევე პაციენტის სურვილის მიხედვით.

პროცედურა უკუნაჩვენებია: ორსულობის, მწვავე ცხელებითი დაავადებების.

პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, გაუტკივარებასა დააღდგენით პერიოდს, არ აქვს ასაკობრივი ცენზი.

შესაძლებელია ჩატარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, სახეზე არსებული პრობლემიდან გამომდინარე.

პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია საწყის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.

პროცედურის ხანგრძლივობა ზონიდან გამომდინარე 30-50 წუთი.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge