ლაზეროთერაპია

თერაპიის საფუძველია ბიოქიმიური პროცესების მართვა სინათლის სხივის საშუალებით (კვანტური გენერატორი, რომელიც ასხივებს სინათლის შუქს სპეციფიურ, ვიწრო სპექტრში). სხივის ზემოქმედების შედეგად უჯრედებში ხდება ფოტოფიზიკური და ფოტოქიმიური რეაქციების გენერირება.

ლაზერის სხივი ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი (ხსნის სარეზერვო სიხლძარღვებს ან აღადგენს დაზიანებულს); აქვს ბაქტერიოციული ( ანადგურებს ბიკრობებს) და ბაქტერიოსტატიკური ( აჩერებს მიკრობების ზრდას) მოქმედება სხვადასვა შტამის მიკროორგანიზმზე. მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოვებებზე. აქვს ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, ანტიკოაგულანტური და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ახდენს  კოლაგენის სინთეზის პროვოცირებას.

ჩვენს კლინიკაში  დანერგილია როგორც წითელი, ასევე ინფრაწითელი ლაზერის სხივით მკურნალობა.

მისი მოქმედებით ხდება:

-კანის ანთებითი (აკნე, ფურუნკულოზი, წითელი ქარი, ჰერპესი, ჰიდრადენიტი)

-ალერგიული (ფსორიაზი, ეგზემა, ალერგიული დერმატიტები) დაავადებების მკურნალობა;

ასევე:

-კანის რელიეფის და ელასტიურობის აღდგენა,

-სტრიებთან ბრძოლა,

-ნევრიტების მკურნალობა,

-ოპერაციის, დამწვრობის და ტრამვის შემდგომი, კელოიდური და „პოსტაკნეს“ ნაწიბურების ალაგება.

-ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტების მკურნალობა,

-ტროფიული წყლულების დახურვა.

მისი გამოიყენება შესაძლებელია სახესა და მთელ სხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge