დარსონვალი

პროცედურის არსი მდგომარეობს მაღალი სიხშირისა და დაბალი სიმძლავრის, ცვლადი იმპულსური ელექტრული ველის მოქმედებაში კანზე.

ამ მეთოდის გამოყენება აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და ტურგორს, კანის ფერს, აქრობს და(ან) ამცირებს ნაოჭებს, ააქტიურებს უჯრედებში ჟანგბადის ცვლას, აუმჯობესებს მის ტროფიკას, ამცირებს კანის ცხიმიანობას, ვენურ სტაზს (ააქტიურებს რა ვენურ და ლიმფურ მიმოქცევას).

გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, ანადგურებს აკნეს გამომწვევ Propionibacterium acnes მიკრობებს. ამცირებს ან აქრობს ანთებით პროცესს.

გამოიყენება კანზე სხვადასხვა სახის გამონაყრების არსებობისას (აკნე ,კამედონები), როზაცეის, ცხიმოვანი სებორეის, ფორებიანი კანის, კელოიდების, მოდუნებული კანის დროს, ნაოჭებთან საბრძოლველად.

არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება  სიმსივნეების, ეპილეფსიის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების, კუპეროზიანი კანის შემთხვევაში.

ტარდება სახესა და მთელ სხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge