ფოტონოთერაპია

ფოტონოთერაპია  კანის აღმდგენი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

იგი არაპოერაციული, აბსოუტურად უმტკივნეულო პროცედურაა, არ გამოყოფს სითბურ ენერიას და აბსოლუტურად არ აზიანებს კანს. ფოტონები, რომლებიც გამოიტყორცნებიან პროცედურის ჩატარებისას, ურთიერთქმედებენ კანის უჯრედებთან, იწვევენ მათ რეგენერაციას და ზოგადად, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას და გაახალგაზრდავებას.

ფოტონოთერაპია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ნებისმიერი ტიპის კანისთვის როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური მიზნებისთვის. გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ისე  სხვა პროცედურებთან კომპლექსშიც ( სახის წმენდის დროს, ფრაქციული ლაზერით მკურნალობის დროს, აკნეს მკურნალობის დროს და ა.შ.).

 

მეთოდს აქვს 7 ტიპის რეჟიმი, რომლებიც კანზე ახდენენ განსხვავებული ტიპის ზემოქმედებას და მდგომარეობიდან გამომდინარე, შეირჩევიან ექიმის მიერ. ესენია:

1. წითელი ნათება- სხივის სიგრძე 600-680 ნმ .
დანიშნულება: აძლიერებს სისხლძარღვოვან ტონუსს, ამცირებს შეშუპებით პროცესებს. მცირდება ნაოჭების სიღრმე და მათი რაოდენობა, ადგილი აქვს ფიბრობლასტების აქტივაციის პროცესს, რაც აძლიერებს კანში კოლაგენის სინთეზს, ამცირებს ფორებს.

 

2. ლურჯი ნათება - სხივის სიგრძე 415-490 ნმ.
დანიშნულება: აუმჯობესებს სახის კუნთოვან ტონუსს. ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება, შესაბამისად აქვს ანთების საწინააღმდეგო, აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება. აქვს კანის აღმდგენი ეფექტი, ამცირებს კანის სიწითლეს და გაღიზიანებას, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ნაწიბურების მკურნალობისას.

 

3. იასამნისფერი ნათება -სხივის სიგრძე 380-430 ნმ.
დანიშნულება: ასტიმულირებს ფიბრობლასტებს და აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რაც განაპირობებს კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავებას, გაუმჯობესებას და ნაოჭების შემცირებას. ხელს უშლის პიგმენტაციების, მათ შორის, ჭორფლის განვითარებას (დაკავშირებულს ორსულობასთან და ასაკთან). ხელს უწყობს ნაწიბურების შეხორცებას, ასევე სიწითლის შემცირებას.

 

4. თეთრი ნათება
დანიშნულება: სახეზე ასაკობრივი ლაქების მკურნალობა, ასევე კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკა.

 

5. მწვანე ნათება-სხივის სიგრძე 520 ნმ.
დანიშნულება: კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, მისი დატენიანება, ლიმფური შეშუპების პროფილაქტიკა. მწეველთა, ასევე  მშრალი კანისათვის დამატენიანებელი ეფექტით. ხელს უწყობს კანიდან შლაკების გამოდევნის პროცესს.


6. ყვითელი ნათება -სხივის სიგრძე 590 ნმ.
დანიშნულება: ამაღლებს იმუნიტეტს, გამოიყენება გაუხეშებული კანის, ნაოჭების არსებობისას. ასევე სიწითლის, გაღიზიანების მკურნალობისას.


7. ცისფერი ნათება-სხივის სიგრძე 405 ნმ.
დანიშნულება: მეტაბოლიზმის (ანუ ნივთიერებათა ცვლის) და  კანის ტონუსის ამაღლება, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება.

პროცესი უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს და პროცედურის დასრულებისთანავე ვუბრუდებით ჩვეულ რეჟიმს.

 

უკუჩვენებები ( დაავადებები ან მდგომარეობა, როცა არ არის რეკომენდებული პროცედურის ჩატარება):

სიმსივნური დაავადებები, ჰიპერტონია, სისხლის დაავადებები, ორგანიზმის  მწვავე ანთებითი დაავადებები, ან ქრონიკული დაავადებები გამწვავების დროს, მათ შორის მაღალი ტემპერატურით და ცხელებით მიმდინარე, ალერგიული კერები კანზე, 16 წლამდე ასაკი, ფსიქიკური დაავადებები, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, კარდიოსტიმულატორი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კატარაქტა და გლაუკომა, ტრანქვილიზატორების, ნარკოტიკების და ძლიერი ანტიბიოტიკების მიღება, ორსულობა.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge