ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით

ალექსანდრიტის ლაზერის (ტალღის სიგრძე 755 ნმ) მოქმედება დამოკიდებულია პიგმენტ მელანინის არსებობაზე თმის ღერში, ის ახდენს  ამ პიგმენტის იდენტიფიცირებას და იწვევს თმის ფოლიკულის დაშლას. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის ლაზერები მოქმედებს მხოლოდ ღია ფერის კანზე არსებულ მუქ თმაზე. ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია შესაძლებებლია ჩატარდეს I, II და III ტიპის კანზე, თუ მათ აქვთ მუქი ფერის თმა. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ნაკლებ ეფექტურია, ან საერთოდ უეფექტოა.

ჩვენი აპარატი აღჭურვილია სპეციალური კრიოსისტემით, რაც პროცედურის ჩატარებას აბსოლუტურად უმტკივნეულოს და კომფორტულს ხდის.

ჩვენება: ღია ფერის კანზე მუქი ფერის თმის არსებობა სხეულის ნებისმიერ ადგილას.

უკუჩვენებები: თმისა და კანის ფერში მცირე ან არ არსებული სხვაობა, გარუჯული კანი, 16 წლამდე ასაკი, კრიტიკული დღეები, ორსულობა-ლაქტაცია, ეპილეფსია, ავთვისებიანი სიმსივნე.

წინასწარი მომზადება: არ შეიძლება გარუჯვა პროცედურამდე 3 კვირით ადრე ( მათ შორის ავტორუჯი), არ გაიპარსოთ პროცედურამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში, თმის სასურველი სიგრძე - 1-3 მილიმეტრი.

პროცედურის შემდგომი მოვლა:ექიმის მითითებით შესაბამისი მალამოს ხმარება; არ შეიძლება - გარუჯვა შემდგომი 3- 4 კვირის განმავლობაში, ცხელი აბაზანის მიღება 2 დღე, მექანიკური გაღიზიანება.

შესაძლო გართულებები: გარდამავალი ჰიპერემია (შეწითლება), კანის გაღიზიანება, ზედაპირული დამწვრობა, რომელიც თავისით გაივლის უმოკლეს ვადაში. აგრეთვე კანის პიგმენტაციის დარღვევა, თუ სწორად არ არის ლაზერის ტიპი შერჩეული.

სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საეპილაციო უბნის ზომაზე.

პროცედურის შემდეგ მომენტალურად უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რითმს.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge