ფრაქციული ლაზერული თერმოლიზი და XPL სისტემა

 

პროცედურა ტარდება უახლესი თაობის ამერიკული აპარატით. იგი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიის მულტიფუნქციურ სისტემას, რომელსაც აქვს ფრაქციული ლაზერის და XPL ( გაუმჯობესებული ფოტოთერაპია) კომბინაცია, რაც მრავალფეროვანს ხდის მის გამოყენებას.

აპარატის უპირატესობა სხვა ფრაქციულ ლაზერებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად ხდება ლაზერის ორი სიგრძის ტალღით ზემოქმედება (CAP ტექნოლოგია). ასე, რომ კანი ერთდროულად მუშავდება სხვადასხვა სიღრმეზე; 1 440 ნმ ლაზერის სხივით 0.1-0.3 მმ სიღრმემდე, ხოლო 1 320 ნმ ლაზერის სხივით 0.5-2 მმ სიღრმემდე. ეს კი უფრო მდგრადი, ხანგრძლივად შენარჩუნებადი შედეგის გარანტია. გარდა ამისა, კომპლექსური ზემოდმედება (ორი ტალღის ერთდროული მოქმედება) შესაძლებელს ხდის  კანზე ვიმოქმედოთ 2-5-ჯერ დაბალი ენერგიით, რის გამოც ნაკლებია მტკივნეულობა და გართულებების რისკი.

ლაზერი არ აზიანებს კანის მთლიანობას ( არა აბლაციურია), ამიტომ აღდგენითი პერიოდიც მინიმალური ხანგრძლივობისაა.

ფრაქციული ლაზერით ზემოქმედების შედეგად ხდება კოლაგენის და ელასტინის სინთეზის გააქტიურება, რემოდელირდება კოლაგენის ბოჭკოები, შედეგად ხდება კანის გაახალგაზრდავება, ელასტიურობის გაზრდა, მისი ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესება, ფართობის შემცირება.

გამოყენება:

  • სტრიების მკურნალობა ,
  • ნაწიბურების მკურნალობა,
  • წვრილი და საშუალო სიღრმის მიმიკური ნაოჭების მკურნალობა,
  • წვრილი და საშუალო ზომის ერთეული კაპილარებისა და სისხლძარღვოვანი ბადის ალაგება, მათ შორის როზაცეის დროს,
  • რბილი ქსოვილების ლიფტინგი - მოჭიმვა ( ყელის მიდამო,  მხრის და ბარძაყების შიდა ზედაპირი,გულმკერდის მიდამო, მკერდის მიდამო),
  • კანის ფრაქციული გაახალგაზრდავება, ფერის და სტრუქტურის გაუმჯობესება ( სახე, ყელის მიდამო,მხრის და ბარძაყების შიდა ზედაპირი, გულმკერდის მიდამო, მკერდის მიდამო),
  • კანის ფოტოგაახალგაზრდავება ( სახე, ყელის მიდამო,  მხრის და ბარძაყების შიდა ზედაპირი,   გულმკერდის მიდამო, მკერდის მიდამო),
  • პიგმენტური ლაქების კორექცია ( სახე, გულმკერდი, ზურგის მიდამო, ხელის მტევანი),
  • პოსტაკნეს მკურნალობა - ნაწიბურები,პიგმენტაცია,
  • ფოროვანი   და ცხიმიანი კანის მკურნალობა ( ფორების დახურვა, ცხიმიანობის შემცირება).
  • ფოტოდაბერების მკურნალობა

 

შედეგი შესამჩნევია პირველივე სეანსიდან. ეფექტი აქტიურად პროგრესირებს პროცედურიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ( მას შემდეგ, რაც ახალი ბოჭკოების გამომუშავება პიკს აღწევს) და შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.


უკუჩვენებები:

- 3 კვირის რუჯი,

- გარკვეული მედიკამენტების მიღება( ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი და სხვა),

- ორსულობა და ლაქტაცია,

- მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურებისკენ,

- დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი,

- მწვავე ანთბითი დაავადებები,

- ონკოლოგიური დაავადებები,

- ეპილეფსია.

 

გაფრთხილება:

- შესაძლებელია აღინიშნებოდეს გარდამავალი სიწითლე  და შეშუპება ერთი-სამი დღის განმავლობაში,

- არ შეიძლება ცხელი შხაპის მიღება სამი-ხუთი დღის განმავლობაში,

- არ საჭიროებს გაუტკივარებას,

- პროცედურის შემდეგ მალევე უბრუნდებით ჩვეულ რითმს.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge