ულტრაბგერითი სკრაბერი

ულტრაბგერის სიხშირე იწვევს აპარატის მეტალის ბრტყელი ზედაპირის თვალით უხილავ რხევებს, რომელიც მოქმედებს კანზე ზედმეტი ზეწოლის და ტრავმის გარეშე. აპარატს აქვს შესაძლებლობა იმუშაოს მუდმივ და იმპულსურ რეჟიმში, ასევე შესაძლებელია შეიცვალოს ულტრაბგერის სიმძლავრე.

ულტრაბგერის მოქმედებით ხდება მაღალი წნევით სითხის შესტყორცნა ფორებში და იქიდან ჭუჭყის გამოდევნა, კანიდან გარქოვანებული უჯრედების დელიკატური მოცილება, კანის ჟანგბადით გაჯერება და მისი ღრმა ფენების მიკრომასაჟი, რაც ხელს უწყობს ელასტიურობის აღდგენას. იმპულსურ რეჟიმში აპარატი საშუალებას იძლევა ჩავატაროთ ლიმფოდრენაჟი და ლიფტინგი.

გარეგნულად აპარატის მოქმედება ვლინდება ორთქლის და წვრილი წვეთების ზედაპირიდან ამოფრვევით.

პროცედურის შემდგომ მატულობს კანის ტონუსი, ტენიანობა, ელასტიურობა, მცირება ან სრულიად ქრება შეშუპება; ხდება კანის გაწმენდა-პილინგი და ნორმალური, ჯანსაღი ფერის აღდგენა, კუნთოვანი სპაზმის მოხსნა ( იგი მიმიკური ნაოჭების გამომწვევი მიზეზია), კანსა და კუნთებში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება.

ნაჩვენებია:

-სებორეის,

-ცხიმიანი, ან პირიქით გამომშრალი, გარქოვანებული უხეში კანის (აპარატის რეჟიმის მიხედვით),

-კამედონების,

-აკნეს არსებობისას,

-პიგმენტური ლაქების,

-ლიმფოსტაზის დროს,

-აგრეთვე ასაკობრივად მოდუნებული კანის შემთხვევაში.

უკუნაჩვენებია: კანის ანთებით-ვირუსული დაავადებების, სახის ნერვის დამბლის, სამწვერა ან თვალის ნერვის პათოლოგიის დროს, მრავლობითი ტელეანგიექტაზიების არსებობისას მოქმედების არეში, ”ოქროს ძაფების” არსებობისას, მოკლე პერიოდში ჩატარებული ქიმიური პილინგის შემდეგ.

მისი ჩატარება შესაძლებელია სახის, ყელის, დეკოლტეს და ზურგის მიდამოში.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა არ საჭიროებს წინასწარ მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, გაუტკივარებას. პროცედურის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

პროცედურის ხანგრძლივობა 20-30 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge