აპარატურული დეზინკრუსტაცია

დეზინკრუსტაცია ტუტე ხსნარით ჩატარებული იონოფორეზია.

მეთოდი ეფექტურად ხსნის ფორებს და იძლევა კანის ღრმა გაწმენდის საშუალებას, ცხიმოვანი ნადების მოცილებას.

ამცირებს ცხიმიანობას, აღადგენს კანის ეპითელიზაციას, ამ პროცესის შემდგომ კანში უფრო ადვილად და ღრმად შედის სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოები და სითხეები.

მიზანშეწონილია მისი გამოყენება  კამედონების (თეთრი, შავი) არსებობის დროს, ცხიმიანი კანის გასაწმენდად და მისი შემდგომი ცხიმიანობის შესამცირებლად, სებორეის, აკნეს, მელაზმის სამკურნალოდ, წვრილი ნაოჭების არსებობისას, კანის ადრეული ფოტოდაბერებისას.

არ არის მიზანშეწონილი  მისი გამოყენება ვიტილიგოს, კონტაგიოზური მოლუსკის, ღია ნეოპლაზიის, ღრმა სტატიკური ნაოჭების დროს.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია  სახეზე, ზურგსა და „დეკოლტეს“ მიდამოებში.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-25 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge