აპარატული ბრაშინგი (ბროსაჟი)

ესაა კანის აპარატურული, მექანიკური წმენდა, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისებისა და ღრუბლების გამოყენებით, აგრეთვე სპეციალური სითხეების და მალამოების დახმარებით.

მეთოდის საშუალებით ხორციელდება კანის ზედაპირიდან მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოცილება, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა; ხდება ეპიდერმისის განახლება, უმჯობესდება  კანის ტურგორი. კანს უბრუნდება ბუნებრივი, ჯანსაღი იერსახე და ფერი.

მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია კანზე შემდეგი სახის პრობლემების მოსაგვარებლად:

დაბინძურებული, რელიეფური, საშუალო ზომის ნაოჭებიანი კანის, ნაწიბურების, კამედონების, ლაქების, ჰიპერკერატიზაციის არსებობისას.

იგი გამოიყენება სახის, „დეკოლტეს“, ზურგის, მუცლის და კიდურების  მიდამოებში.

პროცედურა გრძელდება 15-20 წუთის განმავლობაში.

უმტკივნეულოა, არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

არაა მიზანშეწონილი ამ მეთოდის გამოყენება ღრმა ნაოჭების და ძალიან მოშვებული კანის მკურნალობის შემთხვევაში.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge