აპარატურული მიკდროდერმაბრაზია ალმასით

მეთოდის საშუალებით შესაძლებელია  კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული, დანეკროზებული ზედაპირული შრეები მოშორება და გასუფთავებული ზედაპირის "გაპრიალება" სპეციალური აპარატის დახმარებით. პროცედურა ტარდება ალმასის მტვერით დაფარული მეტალის თავებისა და ვაკუუმის გამოყენებით. აპარატი საშუალებას იძლევა საჭიროების მიხედვით ვარეგულიროთ მიკროდერმაბრაზიის მოქმედების სიღმე.

მკვდარი უჯრედების მოშორების გარდა, პროცედურა ხელს უწყობს  ელასტიური ბოჭკოების გამომუშავების გააქტიურებასა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას კანსა და კანქვეშა ქსოვილში.

პროცედურა მიზანშეწონილია მოდუნებული, დაღლილი, უსიამოვნო ფერის, ზედმეტად ცხიმიანი და ფორებიანი კანის სამკურნალოდ, ასევე ნაწიბურების, სტრიების, პიგმენტური ლაქების არსებობისას, პოსტაკნეს შემთხვევაში,  ჩაკირული ფორების გასახსნელად.

დაუშვებელია ამ მეთოდის გამოყენება ქრონიკული დერმატოზების და ჰერპესის გამწვავებისას, მწვავე ანთებითი დაავადებების დროს, კელოიდოზისკენ მიდრეკილებისას.

მიკროდერმაბრაზია საშუალებას იძლევა ვაქციოთ კანი აბრეშუმივით ნაზი და გლუვი, ჯანმრთელი ფერის, პიგმენტაციების გარეშე, მივანიჭოთ მას ჩვეული ელასტიურობა და ახალგაზრდული იერი.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია  სახის, კისრის, გულმკერდის არეში, ხელის მტევნებსა და სხეულის სხვა მიდამოებში. პროცედურა სახეზე გრძელდება 20-25 წუთს და ვლინდება მომენტალური ეფექტი.

პროცედურა არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს (არც რაიმე შეზღუდვას ცხოვრების წესში), სეანსის შემდგომ პაციენტს შეუძლია ჩვეული მაკიაჟის გამოყენება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge