ლიმფოდრენაჟი

სახის და ტანის რბილ ქსოვილებზე სპეციალური, აპარატული მეთოდებით მოქმედება, რომლის მიზანია ზედმეტი სითხის და ცვლის პროდუქტების გამოდევნა ლიმფური სადინარების მეშვეეობით. არსებობს ვაკუუმ, ვიბრაციული, ვაკუუმ გორგოლაჭოვანი, ელექტროთერაპიული, პრესოთერაპიული ლიმფოდრენაჟი.

ლიმფოდრენაჟის დახმარებით ხორციელდება უჯრედებსა და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, შეშუპებების გაქრობა და სითხის ბალანსის აღდგენა (სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეითდება ლიმფური და სისხლძარღვების ტონუსი, რის გამოც სითხე და ტოქსინები გროვდება უჯრედშუა სივრცეში, ჩნდება შეშუპებები, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით ვეღარ ლაგდება ხოლმე), ლიმფურ სადინრებში ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ორგანიზმის იმუნიტეტის  და ორგანიზმის სტრესთან ზოგადი მდგრადობის ამაღლება.

ამ მეთოდის გამოყენება ხსნის „დაღლილი ფეხების“ სიმპტომს, ებრძვის ცელულიტს, ხსნის „ფორთოხლის კანის“ ეფექტს. გვეხმარება დაწეული დუნდულა კუნთის აწევაში, ახდენს ფიგურის კორექციას.

ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამცირებს ზომაში პოსტოპერაციულ და დამწვრობის შემდგომ უხეშ ნაწიბურებს, ამცირებს და აქრობს სტრიებს (ორსულობის და მშობიარობის შემდგომი, ლაქტაციის შემდგომი, სიმსუქნის შემდგომი და სხვა მიზეზებით გამოწვეულს).

ამ მეთოდის გამოყენებით ხდება სახეზე ნაოჭების შემცირება, სახის ოვალის ფორმირება და აღდგენა, კოლაგენის გამომუშავების გააქტიურება და კანის ელასტიურობის აღდგენა, ქვედა ქუთუთოს „ბალიშების“ ალაგება, ტუჩის და ქუთუთოს კუთხის აწევა;კანის ფერის გაუმჯობესება, სახის შეშუპების ალაგება, ნიკაპის კორექცია, ღაბაბის მოშორება; სახის და ტანის კანის ლიფტინგი კამედონების მოშორებით, აკნეს გამონაყრის ალაგება, აკნეს შემდგომ ნაწიბურებთან ბრძოლა.

მისი გამოყენება მიზანშეწონილია ადრეული დაბერების თავიდან აცილების მიზნით, ვენების ვარიკოზული დაავადებების საწყის სტადიაში მისი მკრუნალობა.

უკუნაჩვენებია მწვავე ანთებითი დაავადების, კანის მთლიანობის დარღვევის, სიმსივნეების, სოკოვანი დაავადების, გულის და თირკმლის უკმარისობის, ასთმის, ეპილეფსის შემთხვევაში.

პროცედურის გამოყენება შესაძლებელია სახესა და მთელ სხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 30-45 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge