პრესოთერაპია(გარდამავალი პნევმოკომპრესია)

ესაა ქსოვილებზე შეკუმშული ჰაერით პულსირებული, გარდამავალი და დოზირებული (კონტროლირებადი) ზეწოლა, რომელიც სპეციალური სამოსით გადაეცემა კანს, კუნთებს, ვენურ და ლიმფურ სადინარებს. კომპიუტერულად წინასწარ განსაზღვრული წნევა გადადევნის სისხლს და ლიმფას ჩვენთვის სასურველი მიმართულებით და სიჩქარით (აპარატს აქვს მიმართულების 8 შესაძლებელი რეჟიმი და 12 სექცია თითოეულ უბანზე), აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაციას (საჭიროების მიხედვით), მცირდება ვენების თრომბოზის ალბათობა, აქტიურდება სარეზერვო კაპილარების ფუნქციონირება და ნივთიერებათა ცვლა კანსა და ცხიმოვან უჯრედებში; მოქმედებს ცელულიტის ჩამოყალიბების ძირითად მიზეზზე - ამცირებს ჰიპოქსიას და უჯრედშორისი სითხის შეგუბებას კანქვეშა ქსოვილებში, აგრეთვე მოქმედებს უკვე არსებულ ცელულიტზე - ხდება ფიბროზული ქსოვილის და ცხიმოვანი უჯრედების დაშლა, ალაგება და ამ ადგილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენა;  შეგუბებითი - ჟელესებური კონსისტენციის ლიმფა გადაყავს თხევად მდგომარეობაში, რითაც აადვილებს მის გამოდევნას შეგუბების უბნიდან.

ჩვენებები:

-ცელულიტის კომპლექსური თერაპია,

-მოდუნებული, სტრიებიანი კანი,

-ქრონიკული დაღლილობის და „დაღლილი ფეხების“ სიმპტომი,

-ადგილობრივად წარბი ცხიმის ჩალაგება,

-ჭარბი წონა,

-კიდურების პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპება,

-ვენური და ლიმფური მიმოქცევის უკმარისობა,

-რეინოს დაავადება,

-სტრესული მდგომარეობა,

- პროდეცურის ჩატარება შესაძლებელია იმ პაციენტებზეც, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ უტარდება ელექტროპროცედურები და ხელით მასაჟი.

უკუნაჩვენებია პროცედურის ჩატარება  ორსულთათვის, მენსტრუალური ციკლის დროს, ასევე, თირკმელების უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნის, ჰემოფილიის, მწვავე ინფექციებისას.

პრესოთერაპის ჩატარება შესაძლებელია კიდურების, დუნდულოების, მუცლის, თეძოების მიდამოებში.

პროცედურა კომფორტულია, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას და ცხოვრების წესის შეცვლას,

ხანგრძლივობა 15-45 წუთია.

 

ასევე იხილეთ:

 

http://www.vaninatherapies.com/FAQ-Info/FAQ-Pressotherapy/

http://www.clinicalperfection.com.au/CP/body-treatments/body/pressotherapy

http://www.centrosunico.co.uk/aesthetic-treatments/treatments/pressotherapy.html

http://www.healthbychoiceaventura.com/pressotherapy/

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge