ვიბრაციული მასაჟი

ესაა სხვადასხვა სიხშირის და სიმძლავრის მექანიკურ რხევებით მოქმედება სხეულის გარკვეულ უბნებზე. რხევები იწვევს კანში  რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც ლოკალურად ააქტიურებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას, უჯრედების ( ეპითელური და კუნთოვანი) მეტაბოლიზმს; დაბალი სიხშირის რხევები ახდენს კუნთების ტონუსის დაქვეითებას, ხოლო შედარებით მაღალი სიხშირისა კი იწვევს სისხლძარღვების და კუნთების ტონუსის ამაღლებას; სწორედ სიხშირეებისა და ვიბრაციის ძალის გარკვეული რეგულარულობით ცვალებადობა განაპირებს საბოლოოდ მეთოდიკის ეფექტურობას. შედეგად ხდება კუნთების ტონუსის მკვეთრი მატება, კანის ელასტიურობის ზრდა.

მეთოდი გვეხმარება ფიგურის კორექციაში, კონკრეტულ უბანში, კანქვეშა ცხიმოვანი ნადების შემცირებაში, ცელულიტებთან ბრძოლაში , „ფორთოხლის კანის“ ეფექტის ალაგებაში, კუნთების ტონუსის მომატებასა და მკერდის კორექციაში ( გაზრდა და აწევა), ზოგად და უბნობრივ შეშუპებებასთან ბრძოლაში.

მეთოდი უკუნაჩვენებია კანის ინფექციური და ანთებით მიმდინარე, გულ-სისხლძარღვთა მწვავე და ქრონიკული დაავადებების,  თირკმლის უკმარისობის მწვავე და ქრონიკული ფორმების, ჰემოფილიის და თრომბოემბოლიური დაავადების არსებობის შემთხვევაში.

პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას, წინასწარ მოსამზადებელ და რეაბილიტაციის პერიოდს, პროცედურის ხანგრძლივობა 25-35 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge