ვაკუუმ-გორგოლაჭებიანი მასაჟი

ნოვაციური აპარატული მეთოდი, წარმოადგენს დოზირებული ვაკუუმითა და გორგოლაჭებით მასაჟის მოქმედების ერთობლიობას.

აპარატის მეშვეობით ხდება კან-ცხიმის ნაოჭის დროებითი შებოჭვა, შედეგად ფართოვდება სისხლის და ლიმფის სადინარები. აპარატის მოქმედებით მკვეთრად აქტიურდება სისხლის და ლიმფის გადადევნა ქსოვილებიდან ლიმფურ სადინრებსა და სისხლძარღვებში, რასაც მოყვება უჯრედებსა და უჯრედშორისი სივრციდან სითხისა და ტოქსინების ინტენსიური გამოდევნა, ცხიმის კაფსულის დესტრუქცია, ცხიმების დაშლა ( ლიპოლიზი) და გამოდევნა; ეს მეთოდი ცვლის აქტიურ ვარჯიშს.

მეთოდი ნაჩვენებია შემდეგი ნოზოლოგიების შემთხვევაში: ცხიმოვანი ნადებები, ცელულიტი, „ფორთოხლის კანის“ ეფექტი, სტრიები, ჰიპერტროფული ნაწიბურები;  გახდომისშემგომი მოშვებული კანის მკურნალობა და ლიპოსაქციის შემდგომი პერიოდი, კიდურების შეშუპება, მოდუნებული და დაშვებული დუნდულოები, მოშვებული მუცლის წინა კედელი.

მეთოდი უკუნაჩვენებია: ვენების ვარიკოზული გაგანიერების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ონკოლოგიური პრობლემების, სისხლის სხვადასხვა ნოზოლოგის დაავადებების, მწვავე ინფექციური დაავადებების დროს.

პროცედურის ხანგრძლივობა 25-40 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge