ვაკუუმმასაჟი

მეთოდის პრინციპია სხვადასხვა ინტენსივობის და ხანგრძლივობის ვაკუუმით  ზემოქმედება კანზე, ცხიმოვან  და კუნთოვან ქსოვილებზე, ასევე, მიზნობრივად, სისხლისა და ლიმფურ სადინარებზე. აპარატი კანის გარკვეულ უბნებში ქმნის ვაკუუმს (უჰაერო სივრცეს) სპეციალური კამერების მეშვეობით , ხოლო სპეციალური პროგრამული უზრონველყოფით, გარდამავალი ინტენსივობით, რეგულირდება ვაკუუმის მოქმედების სიმძლავრე და ხანგრძლივობა.

შესაძლებელია დინამიური და სტატიკური ვაკუუმმასაჟის განხორციელება. სტატიკური მასაჟი გულისხმობს ვაკუუმმასაჟით სხეულის კონკრეტულ, შედარებით დიდი ფართობის მქონე უბნებში ზემოქმედებას ( მკერდი, მუცლის პრესი, დუნდულოები). დინამიური მასაჟი ხორციელდება, საჭიროების მიხედვით, მთელ სხეულსა და სახეზე, სპეციალური კოლბების გადაადგილებით ლიმფური სადინარების გაყოლებით.

მეთოდის გამოყენება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ლიმფოდრენაჟს, მატულობს სისხძარღვების ტონუსი, ქრება შეშუპება, უჯრედშორისი სივრციდან გამოიდევნება ტოქსინები და შლაკები, იხსნება სათადარიგო სისხძარღვები, ძლიერდება ლიპოლიზი.

ვაკუუმმასაჟი ნაჩვენებია  ცელულიტის მკურნალობისას, შესაძლებელია მოიხსნას „ფორთოხლის კანის“ ეფექტი, „დაღლილი ფეხების“ სიმპტომი, გვეხმარება დაწეული დუნდულო კუნთის აწევაში, მოშვებული მუცლის წინა კედლის აღდგენაში; ახდენს ფიგურის კორექციას,ასწორებს პოსტოპერაციულ, უხეშ ნაწიბურებს, ამცირებს და აქრობს სტრიებს (ორსულობის და მშობიარობის შემდგომ, ლაქტაციის შემდგომ, სიმსუქნის შემდგომ და სხვა მიზეზებით გამოწვეულს).

მისი დახმარებით ხდება სახეზე ნაოჭების შემცირება, სახის ოვალის ფორმირება და აღდგენა, კოლაგენის გამომუშავების  და შესაბამისად, კანის ელასტიურობის აღდგენა, ქვედა ქუთუთოს „ბალიშების“ ალაგება, კანის ფერის გაუმჯობესება, სახის შეშუპების ალაგება, ნიკაპის კორექცია, ღაბაბის მოშორება, სახის და ტანის კანის ლიფტინგი კამედონების მოშორებით, აკნეს გამონაყრის ალაგება.

ვაკუუმმასაჟით ხდება მკერდის ზომაში უოპერაციოდ გადიდება, დაშვებული მკერდის აწევა-ფორმირება, მკერდის ელასტიურობის დაბრუნება, მკერდის თავების კორექცია.

უკუნაჩვენებია სიმსივნური, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით მიმდინარე, დაავადებების, ჰემოფილიის , თრომბოემბოლიური დაავადების შემთხვევაში,  ცხელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში.

გამოიყენება სახესა და მთელ სხეულზე.

პროცედუტა არ საჭიროებს ანესთეზიას, წინასწარ მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, და ცხოვრების წესის ცვლილებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 30-45 წუთია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი: 11:00 - 19:00 კვირა : 11:00 - 17:00
მისამართი:
ვაჟა-ფშაველას 78ა(ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 ან 214 52 26 მობ.: (+995) 593 32 01 69 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge