ულტრაბგერითი კავიტაცია (უოპერაციო ლიპოსაქცია)

ესაა ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის  ალაგება უოპერაციოდ, მას ასევე  უოპერაციო ლიპოსაქციას უწოდებენ.

პრობლემურ უბანზე ზემოქმედება ხორციელდება დაბალი სიხშირის რადიოტალღებით.  რადიოტალღები მოქმედებს ადიპოციტების (ცხიმოვანი უჯრედების) მემბრანაზე, იწვევს მათ ძლიერ რეზონანსულ რხევებს, გარდა ამისა ამ ტალღების მოქმედებით ცხიმოვან უჯრედებში ჩნდება მიკრობუშტუკები. ბუშტუკები შემდგომში იზრდება ზომაში და იწვევს უჯრედის  დაშლას. შედეგად უჯრედის შიგთავსი გადადის თხევად მდგომარეობაში და გამოიდევნება ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით.

ულტრაბგერითი კავიტაციის მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ცელულიტის მკურნალობა კომპლექსში, ცხიმოვანი ზონების მიზნობრივი ალაგება და პრობლემური ზონების კორექცია ( ღაბაბი, ხელები, მუცელი, დუნდულოები, კიდურები).

ერთ პროცედურაზე  შესაძლებელია 15 გრამამდე ცხიმის დაშლა, რაც შეესაბამება სხეულის გარშემოწერილობის  დაახლოვებით 2-3 სანტიმეტრით შემცირებას. ეფექტი ვლინდება მომენტალურად და თანდათან ძლიერდება. პიკს მკურნალობის დაწყებიდან მეექვსე თვეს აღწევს, იძლევა მყარ ეფექტს, რომელიც მინიმუმ 2 წელს გრძელდება.

არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, საჭიროებს წინასწარ, მოსამზადებელ პერიოდს. არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. პროცედურები ტარდება 7-12 დღეში ერთხელ. პროცედურების რაოდენობა, საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურია.

ჩვენებები: ცელულიტი, ფიგურის კორექცია, ლიპომები, ლიპოსაქციის შემდგომი დეფექტების გასწორება.

უკუნაჩვენებია ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის, ოსტეოპოროზის,  ორსულობის და ლაქტაციის, მენსტრუალური ციკლის დროს, ზემოქმედების არეში ღია ჭრილობის ან მეტალის იმპლანტანტის არსებობისას.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge