HIFU ტექნოლოგია - High Intensity Focused Ultrasound

High Intensity Focused Ultrasound, ( HIFU ტექნოლოგია) - არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც მეცნირებმა 2012 წელს შეიმუშავეს. აპარატულ მეთოდებს შორის დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა მიჩნეული ცელულიტთან და ჭარბ ცხიმთან ბრძოლის კუთხით.

მეთოდის არსი დაფუძნებულია  ფოკუსირებული ულტრაბგერის ზემოქმედებით გარკვეულ უბნებზე, რომელიც მოქმედებს  0.8-1.3 სიღრმემდე განლაგებულ ადიპოციტებზე ( ცხიმოვან უჯრედებზე), არღვევს მემბრანას და იწვევს მათ დაშლას. უჯრედების აღდენა აღარ ხდება. დაშლილი ცხიმის გამოდევნა ორგანიზმიდან თნდათნობით,  თირკმელების საშუალებით ხორციელდება.

პროცედურის დროს გარკვეულ  ზემოქმედებას კანიც განიცდის, ადგილი აქვს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის გაძლიერებას,  კოლაგენური ბოჭკოების გამომუშავების გააქტიურებას კანის ღრმა შრეებში. შედეგად, ადგილი აქვს კანის ელასტიურობის მატებას, რაც მის გადაჭიმვას იწვევს, ამიტომ სხეულის გარშემოწერილობის  შემცირება არ გამოიწვევს კანის მკვეთრ ჩამოკიდებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 45-60 წუთია. ერთი პროცედურის საშუალებით შესალებელია გარშემოწერილობის 2-3 სანტიმეტრით შემცირება, რაც საშუალოდ ტანისამოსის ერთი ზომით შემცირების ტოლფასია. უფრო მკვეთრი შედეგის მიღებად შესაძლებელია განმეორებითი სეანსის ჩატარება ერთ თვეში.

პროცედურა არ არის მტკივნეული,  არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და აღგენით პერიოდს და შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგ ზონებზე:

მუცელი, თეძოები, გალიფეს ზონა, ბარძაყების შიდა და გარე ზედაპირი, მხღის შიდა ზედაპირი, დუნდულები, მუხლის  ზონა. ამ ზონებში ცხიმოვანი ნაკეცის ზომა უნდა იყოს  არანაკლებ 25 მმ.

შედეგი ვლინდება თანდათანობით, ხოლო საბოლოო შედეგი დგება 8-12 კვირაში. პროცედურის შემდეგ შესაძლებელია აღინიშნებოდეს კანის გარდამავალი შეწითლება და მსუბუქი სიმძიმის შეგრძნება ზემოქმედების არეში.

ტარდება 17 წლის ასაკიდან.

პროცედურის შემდეგ არ შეიძლება საუნით და სოლარიუმით სარგებლობა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ანთებითი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, თიაქარი, ნაწიბურები მოქმედების არეში, სისტემური დაავადებები, მეტალის საგნები მოქმედების არეში, ეპილეფსია, სისხლის შედედების დაღღვევა და სისხლის გამათხიერებლების მიღება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge