პერმანენტული (კონტურული) მაკიაჟი

კონტურული მაკიაჟი ესთეტიური მედიცინის თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც მიკროინექციების გამოყენებით საშუალებას იძლევა სასურველი ფერი დავიტანოთ კანქვეშ, კერძოდ, ეპიდერმისის ზედა ფენაში, სადაც იგი ხანგრძლივად რჩება და არ კარგავს ფერს.

მისი მთავარი დანიშნულებაა  ასიმეტრიის გასწორება ტუჩის, თვალის, წარბის მიდამოში; ხშირი წამწამების ეფექტის შექმნა, წარბის კონტურის, ფორმის და ფერის შეცვლა, ცალკეული თმის ღერის ეფექტის შექმნა; ტუჩის ზომის გადიდება ფილერის გარეშე ( ან ფილერთან ერთად), ტუჩის ფერის შეცვლა და ბზინვარების მომატება; ზედა ქუთუთოზე შტრიხის გავლება, ნაწიბურის დაფარვა, კანის გარკვეულ უბანზე ფერის შეცვლა (განსაკუთრებით ვიტილიგოს დროს), მკერდის დვრილის არეოლის გამოკვეთა, ხალის დახატვა სასურველ უბანზე.

პროცედურა ტარდება უახლესი მოდელის პროფესიონალური აპარატით და  თანამედროვე მრავალწვერიანი (3D) ნემსით, რომელიც პროცედურის ჩატარებას უფრო მოსახერხებელს და შედეგს უფრო ეფექტურს ხდის. ზემოქმედება ხდება მხოლოდ კანის ზედა ფენაზე, სადაც კაპილარული ქსელი არ არის განვიტარებული, ამიტომაც იგი უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

პროცედურებისას გამოიყენება   უმაღლესი ხარისხის Bithouch-ის (USA) პიგმენტი, ფერის შერჩევა ხდება ექიმთან წინასწარი კონსულტაციისას, აპარატის, ნემსის  და პიგმენტის ხარისხი გამორიხცავს არასასურველ შედეგს და გართულებას. პროცედურა, ნებისმიერი შემთხვევისთვის, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით (მალამოთი). პროცედურის ხანგრძლივობა 1-1,5 საათია, შემდგომ პერიოდში საჭიროებს ასეპტიკის დაცვას.

ეფექტი ნარჩუნდება 2-4 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც პიგმენტი კარგავს ფერს  და ქრება.

პროცედურის ჩატარება უკუნაჩვენებია სისხლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის, მწვავე ანთებითი დაავადების, კელოიდური ნაწიბურისაკენ მიდრეკილებისას, კანის სხვადასხვა დაავადებების დაავადების დროს.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge