ღირებულება - 59 ლარი
მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. დემაკიაჟი - კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორება,
2. ზედაპირული პილინგი ან მიკროდერმაბრაზია ( კანის მდგომარეობიდან გამომდინარე),
3. კანის დამარბილებელი ლოსიონი,
4. სახის წმენდა ულტრაბგერითი სკრაბერით ან მექანიკურად (კანის მდგომარეობიდან გამომდინარე),
5. დარსონვალი,
6. დამაშვიდებელი ნიღაბი,
7. ჰიალურონის მჟავას შეყვანა კანში აპარატული მეთოდით (ასაკის და კანის მდგომარეობის მიხედვით),
8. საცხი კანის ტიპის მიხედვით.
როგორც შეთავაზებიდან ჩანს, წმენდის ეს მეთოდი მოიცავს ჰიალურონის მჟავით გამდიდრების პროცედურას. ჰიალურონის მჟავა არის კომპონენტი, რომლის საშუალებითაც ხდება კანის დატენიანება. კანი ბუნებრივად შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელსაც ასაკთან ერთად ნელ-ნელა ვკარგავთ, განსაკუთრებით 22-25 წლის ასაკიდან კანი იწყებს გამოშრობას და დანაოჭებას.